♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 22 » ...............
9:25 PM
...............


ქალს ნუ მიენდობი, ქალი ქალია
ქალი ქარია, ქალი მარტია.
ქალი წვიმაა, ცვალებადია
ქალი მზეა და ქალი მთვარეა.
ციური ვარსკვლავია, ღრუბელი, ნისლია
უცხო პლანეტაა, ფეერვერკია
მიუწვდომელია, აუხდენელია,
ქალი ღვინოა, თავბრუს დამხვევია.
ქალი აპრილია, პირველი აპრილი,
ქალის ნათქვამში ბევრი ტყუილია,
ქალი გიშერია, ძოწია, ალმასი,
იგი მაცდურია, მაგრამ ლამაზია.
ქალი ღვინოა, თავბრუს დამხვევი,
კაცის წყურვილია, გონის ამრევია,
ქალი რა არის? ბედის ირონია,
ფანტასტიკურია, ეგზოტიკურია.
ამოუცნობი ნახატი რითაა?
ქალი ქმნილებაა, ქალი შედევრია,
ერთადერთია...კაცის ღმერთია,
ქალი რომანსია, რენესანსია.
დავიჩის ჯოკონდაა, ჯორჯონეს ვენერა,
ქალი ტიციანის - მაგდალინელია,
ქალი რა არი? - ბედის ირონია,
ეროტიკულია, რომანტიკულია,
ეგზოტიკურია ,ფანტასტიკურია.
კაცის კოცნაზეც კი მექანიკურია!!!
ქალს ნუ მიენდობი, ქალს ნუ მიენდობი,
ქალს ნუ მიენდობი,
ქალი ქალია, ქალი ქ ა ლ ი ა ! ! !

კაცი? კაცი ოხერია, - თქმა იციან ქალებმა,
ცხოვრებაში მარტოობა
ბევრად არ ენაღვლებათ.
სახლში ცოლი თუ გაწყრება, -
შუბლს იწმენდენ ოფლიანს,
კარებს გაიჯახუნებენ,
სხვასთან გაერთობიან,
კაცი?კაცი უტეხია, როგორც ლოდი საყორე,
არაყს დალევს, ღვინოს დალევს
და გულს გადააყოლებს,
წარბი თუ არ გაუხსენი -
წავა! არც მოგინატრებს,
ახრჩოლებულ სიგარეტით
იწანწალებს დილამდე;
ან მანქანას გააგელვებს,
ანდა ვაგონს გაჰყვება,
ვინმე გვერდით თუ არ უდგას,
არც ის არ ენაღვლება
ქალი?ქალი მხნედ გაუძლებს
ტარტაროზს და შაითანს,
ცხოვრებაში ყველანაირ
გაჭირვებას აიტანს
რაც არ უნდა სუსტი იყოს,
შიში არ აქვს აღმართის,
იქნებ ჩუმად აიტანოს
უნებური ღალატიც.
თუ დასჭირდა გულს უსიტყვოდ
ამოიღებს მკერდიდან,
მაგრამ უალერსობას
და გულცივობას ვერ იტანს;
მარტოობის წლები მკერდში
გაეყრება ხანჯლებად,
შემოდგომის ფოთოლივით
ზეზეულად დაჭკნება.
ქალს?
ქალს მარტო ნუ დატოვებთ,
სანამ ქვეყნად არსებობთ!
ქალი?ქალი საფერებლად
გაჩენილა კაცებო...


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1241 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:35 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 60
სტუმარი: 60
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024