მთავარი » 2010 » აპრილი » 22 » ................
|
შენ გხიბლავს ვნებათა სიცხე და სიცხადე სურვილის გამხელა და გათამამება გინდა რომ უტკბილეს ტკივილებს იტანდე და მერე უსაზღვროდ გაგრძელდეს წამება . სასტიკად დასცინი ზეციურ ზმანებებს გიზიდავს გრძნობების ხეთქება მიწაზე შენ მხოლოდ თვალების მიბნედვას დაეძებ და მარტო სიშმაგით გათანგვა გიტაცებს . არ გინდა გიყვარდე და მაინც განიცდი სახეს და ტკივილებს – უგონოდ გალეშილს მე გათენებამდე არავინ დამიცდის ამიტომ ვნებებსაც მოვახრჩობ ღამეში . უკვე ვერაფერი მე ვეღარ მიშველის შენ ახლაც ცხოველურ ინსტინქტებს აქეზებ ვაგროვებ დამთვრალი ტუჩების სისველეს დაბინდულ წამწამებს ვიწებებ ბაგეზე . შენ გინდა რომ ჩემი სხეულის სითბოთი ჩავახშო მხურვალე სხეულის ამბოხი ვიცი და აქამდეც ყოველთვის ვიცოდი დამტოვებ უაზროდ აშლილს და დაბოღმილს . ვსუნთქავდი მკერდიდან ავარდნილ ოხშივარს ახლა კი სუნთქვასაც არავინ დამაცლის ვიცი რომ შენია სუყველა კოზირი და მაინც – ბოლომდე მოგყვები თამაშში . ორივე წუთიერ სიგიჟეს ავყევით თითებში ლამაზი სიბილწე იბუდებს ტუჩებსაც – კბილებით უხეშად დაკბენილს ვერავინ დაარქმევს ვნებათა სიმრუდეს... . ახლა ის დრო არის ავდგე და წავიდე ნელდება ცეცხლი და შენს თავზე ბრაზდები მარტოდ დარჩენილი მოკრებას დაიწყებ თოვლში ჩაკარგული ამაყი აზრების... . ჩვენ ვნების შანთებსაც თეთრ თოვლთან წავაწყდით ქვაზე იხატება დადნობა სხეულის შენ ისევ ჯიუტად არ გინდა დამარცხდე მე კი გამარჯვება არა მსურს ეული! . ფეხებთან დაგიყრი დაუცლელ სურვილებს მზერასაც ამოვგლეჯ – შენს ხორცზე დაჭედილს... შენია – გიტოვებ ოცნებებს უტკბილესს – გათელე... ჩაფერფლე... დაწვი და... გაჩერდი!!!
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1240 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 45 სტუმარი: 45 მომხმარებელი: 0 |
|
|