♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 22 » ..........
9:38 PM
..........


რიიგ რიიიგ... გუუგ გუუუგ... რაღაც მელოდიას აწყობენ ბორბლები...განწყობას წვიმის წვეთების მონოტონური წკაპუნი ემატება და ამ გარითმული ჰარმონიიის ერთერთი მგზავრი გახლავართ ...
... ჩემს მდგომარეობას არც მწოლიარე ქვია ეხლა და არც მჯდომიარე , სადღაც ამ ორს შორის გაჭედილი_ უფრო ვზივარ ...მუხლებზე დღიური განისვენებს და ნახევრად ჩაბნელებულ კუპეში წერით გამყავს დრო. პასტით იმდენი ხანია არ მიწერია, შიგადაშიგ ხელს ვასვენებ ... ასოები აბდაუბდაა ,საშინლად ვირწევი (მაგრამ ძილის მოახლოების არანაირი ნიშანი არ შეიმჩნევა ...მეცინება , სახლში ,საკუთარ ლოგინში ვერ ვიძინებ და ამ არც თუ ისე კომფორტულ კუპეში რა ღმერთი უნდა გამიწყრეს )

... ნეტა მალე გავიდეს ეს ღამე, 2 საათია გზაში ვარ და 2 საუკუნედ მექცა უკვე ...
გულში მობილური ტელეფონის გამომგონებელს და მის შემდგომში ასე დამხვეწავს ვლოცავ ... ეს player და ფანარი რომ არ ქონოდა რა მეშველებოდა ... მუსიკაც მაქვს და თვალებიც აღარ მტკივა (მართლწერის რა მოგახსენოთ ... ასეთ ნარნარში ყოველი სიტყვა სხვადასხვა ხაზზე მეწერინება )

მგზავრებმა დაიძინეს უკვე მგონი და ვიმედოვნებ არასასურველი და გულისგამაწვრილებელი მელოდიით არ დამირღვევენ ესე სიმწრით აკოწიწებულ ჰარმონიას ... ჰეჰ, ასე სცოდნია ღამურობას )

ეს ევა ( ერთერთი ჯგუფის სოლისტი) ისე სასიამოვნოდ ჩამმღერის ყურში .კიდევ ერთხელ მწყინს რომ მუსიკალური ნიჭი არ გამომყვა ( ... რა იქნებოდა მეც შემძლებოდა სიმღერა ... mega star თუ არ დადგებოდა ჩემგან -ისე მაინც ვიმღერებდი არხეიდან , თუმცა ეხლაც ვმღერი _ოღონდ გულში )

ჩემი უკომპლექსობის პატრონი ხმამაღლაც წავიღიღინებდი, მაგრამ ნიჭი რომ არ მაქვს ,სინდისი მაინც გამაჩნია )

ისე რა მესიმღერება ... მატარებელში ვნავარდობ დიდის ამბით ,საფიქრალს და სადარდებელს გამოვექეცი გოგო ))

მერე რა, ვინ არ გაქცეულა ... ხალხი ციხიდან გარბის , მე სახლიდან ... მათთვის სახლი იყო ამოსავალი- ჩემთვის თავის დაღწევა ...
მაგრამ მიზანი მაინც ერთია ორივე შემთხვევაში ___ თავისუფლებაა ___


არა პრობლემების გამო კი არ წამოვსულვარ ... უბრალოდ ქალაქურმა ,ბანალურმა მარაზმმა და აურზაურმა დამღალა ... მხოლოდ ირგლივ კიარა საკუთარ თავში,გულში და გრძნობებში...

ცოტა სიმშვიდე მინდა ,ცოტა გაშლილი სივრცე , ცოტა გაზაფხულის დილის სიტკბო, ცოტა აფრთხიალებული ჩიტების ჭიკჭიკი და რამდენიმე დღეში ”ახალივით” ვიქნები )
ისე თურმე მართლა ჭრის ... ჯერ შუა გზაშიც არ ვიქნები და ფიქრები უკან დამრჩა თითქოს ...

მაგრამ ერთი ჯიუტი ფიქრი მაინც არ მცილდება ,წურბელასავით ჩამეკრო და მოსვენებას არ მანებებს ...როგორ მოვიქცე ?

დავსვა წერტილი იქ სადაც ხანდახან მრავალწერტილს მოვიაზრებ ? თუ აქ უკვე მძიმედ დასმული წერტილი ჩავანაცვლო ტირეთი ? ...

პირველ შემთვევაში ვიცი რომ ვერ ავეწყობით ,ვერ დავლაგდებით, ვერ შევერევით ერთურთს ...
ის ... ძალით დეპრესიული , უჟმური და გრძნობაძუნწია ...
მე ... მუდამ გადარეული.კმაყოფილი დებილივით მომღიმარი და გრძნობებგაშლილი ვარ ... განეიტრალებაზე ფიქრს ჩანასახშივე უსვამ წერტილს .. ეს შეუძლებელია ...მე მას ვერ დავემორჩილები ... ის მე ვერ ამიტანს ასეთს ...
მე მას არასოდეს შევეპუები ... ის მე თავისუფლებას ამიკრძალავს ...
მე მას გრძნობების მორევში ჩავძირავ ... ის კი ფრთებს შემაჭრის ალბათ ...

ამიტომ ვთვლი, რომ ეს გამართლებული წერტილია .დროა შევეშვა ადამიანების გლობალურად გამოსწორების მცდელობას ... დაე, თავად მოუარონ თავებს ... მე უვადო შვებულებაში გავდივარ ))

მეორე შემთხვევაში უცნაურობებით დაიწყო ყველაფერი ... სრულიად უცხო ადამიანს ვჭირდები და ვუყვარვარ ... მერე რა, თუ არც კი მიცნობს და არც კი იცის ვინ ვარ სინამდვილეში... მე რა, თუ წარმოდგენაც არ აქვს რა ხდება ჩემ სულში და რა მჭირდება ბედნიერებისთვის ... სამაგიეროდ უყვარვარ და ეს ერთი სიტყვა ალბათ საკმარისია მისთვის ... მაგრამ ვაი, რომ ჩემთვის მარტო სიყვარული ძალიან ცოტაა...

ისე დასაფასებელია , ამ ადამიანს საკუთარი სიყვარულის აღიარების არ რცხვენია ...მე ხომ მიჩვეული ვარ ,რომ ვინც კი ოდესმე ჩემ გვერდით მოიაზრებოდა ,ყველა გაურბოდა სიყვარულის დემონსტრირებას ... ყველა უიმედო ხვალეებით საზრდოობდა და უმომავლო გეგმებს აწყობდა ... სამაგიეროდ ,ჩემი დაკარგვის მერე იწყებოდა არდავიწყება 
მერე ნანობდა ... მერე მოთქვამდა , მერე იგიჟებდა თავს ყველა ... ჰეჰ , სასაცილოა ...
და მეც ზუსტად ესე ვექცევი ეხლა მათ ! სანამ დრო ქონდათ ესარგებლათ ჩემი ჰუმანურობით ... ეხლა , ჩემი უგულობით მოუწევთ დატკბობა ...

ის რაც წარსულია, ჩემთვის უკვე აღარ არსებობს !

მე იმედის ხვალით ვცხოვრობ ...

რიიგ რიიიგ ... გუუ გუუუ .... ისევ მატარებლის ბორბლების გუგუნი და მეც ისევ ამ აჩქარებული ჰარმონიიის მგზავრი ვარ ...ამჯერად უკან ვბრუნდები ... კმაყოფილი (უმიზეზოდ ) დასვენებული და დადებითი ემოციებით დახუნძლული...
მიყვარს მარტოობა ამ ბოლოს, მიყვარს სიმშვიდე და უბრალოდ არაფერზე ფიქრი ...

ფანჯარასთან მოკალათებული ,არემარეს ვაკვირდები რატომღაც (მეტი გასართობი მაინც არ მაქვს )

მზეა გარეთ... ნათელი და უშფოთველი , მაგრამ ჯიუტი ქარი უფანტავს სხივებს და ერთერთი მათგანი მე მეგლასუნება მთელი გზაა ...ალბათ ხვდება რომ მეც მასსავით უდარდელი და თავისუფალი ვარ ეხლა ...

რაც თავი მახსოვს ამ მანძილს ვტკეპნი , ხან იქედან აქეთ- ხან აქედან იქეთ _ ხან გავლით და დღეს აღმოვაჩინე რა იდუმალი ყოფილა გარშემო ყველაფერი...

თითქოს მოძრაობს ხალხიც,ტრანსპორტიც,ბუნებაც... მაგრამ უზრუნველად მშვიდები ჩანან მინის მიღმა ყველანი .... არადა ალბათ რამდენი სევდა და საფიქრალი აქვთ ...

მე ისევ ვწერ გაუჩერებლად და ისევ გაკვირვებული მზერა იგრძნობა ხალხის ... დარწმუნებული ვარ ამ ვაგონის უმრავლესობასაც სურს საკუთარი ფიქრები რაღაცნაირად გადმოსცეს და გამოხატოს ,მაგრამ ვერცერთი ვერ ბედავს ... ზიან ცხოვრებისეულ ნიღბებს ამოფარებულნი და მე მაკვირდებიან ...
თითქოს ან მე ვიყო უცხოპლანეტელი და ან წერა იყოს დანაშაული ... დასანანია...

რატომ ბოჭავებ და გულში იკლავენ ემოციებს ? დავიჯერო არაფერი აქვთ სათქმელი ?

მე ეჭვი მეპარება ...

ჯიუტად ვიშორებ თავიდან მასაზე ზრუნვას ... სულ მალე თბილისში ვიქნები...

ვატყობ როგორ მიხარია ყოველი წუთის გასვლა ... მიზანი მიღწეულია... შავბნელი აზრები გაფანტული... ფიქრები მეტნაკლებად დალაგებული ... ემოციები გადმოცემული ... სიხარული გულში ჩახუტებული და ამ ქაოსური განცდების ნაზავით უზომოდ ბედნიერი ვბრუნდები სახლში...

მშვიდობით სევდავ...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1247 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:53 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024