♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » ..................
9:42 PM
..................

ისე არც ისე ადვილია ცხოვრება..
მაგრამ არსებობს მომენტები, როცა რაღაც-რაღაცეებზე გვიწევს თვალის დახუჭვა...
თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი ხნის ნალოლიავებ-ნაფერები სიყვარული შევინარჩუნო...
ნუ მაწვალებ ასე... შემომეხარჯა ისედაც ჯერ ვერ წაკითხული ცხოვრება... ხომ იცი, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ...
დედიკოს გეფიცები... მართლა, მართლა, მართლა მიყვარხარ...
იცი?ყოველ დილით შენ გამო მიხარია გაღვიძება...
და დილის 6 საათიდან უაზროდ დავბოდიალებ იმის მოლოდინში როდის მომწერ დაგაგვიანდაო... ისეც ხდება ხოლმე, რომ სახლიდან გამოვრბივარ და შეხვედრის ადგილზე პირველი მოვდივარ ხოლმე... (მგონი ზედმეტი პუნქტუალურობის ბრალია)
იცი? თავიდან მცხვენოდა კიდეც, რომ მეთქვა მიყვარხართქო...
მაგრამ ახლა არ მყოფნის ეს ყველასთვის ნაცნობი და ბანალური.. გაცვეთილი ფრაზები და ისეთი სიტყვებით ვცდილობ შევავსო ლექსიკონი სულ, რომ არ შეეფერება სიყვარულს... შენ მიბრაზდები კიდეც.. (და მე მიყვარს ეგ გაბრაზებაც) სხვებთან ერთად ნუ მეძახი მაგ სიტყვებსო... არაა ჩემი ბრალი მართლა...
მე? მე უბრალოდ ვცდილობ ჩემი შენდამი გრძნობა გამოვხატო... თუმცა რამდენად გამომდის არ ვიცი...
ახლა ცუდად ვარ...
ისევ ვიკამათეთ...
ისევ ტყუილი და ისევ ღალატი...
მე კიდევ ერთხელ მოგეცი ბოლო შანსი... ვიცი შენს გარეშე მოვკვდები და იმიტომ...

კიდევ ღალატი და კიდევ ბოლო შანსი...
მაინც მიყვარხარ... მე არ შემიძლია უბრალოდ... შენს გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს....
მინდა დილით შენს გამო მიხაროდეს ძველებურად გაღვიძება... მინდა შენს ბუზღუნს ვისმენდე როცა სიყვარულისთვის არაშესაფერის მოსიყვარულე სიტყვებს გაჩუქებ და კიდევ გამიბრაზდე სხვებთან ნუ მეძახიო... მეკი ისევ ისევ ჯიუტი ვიყო.... ბოლოს კი როგორც გჩვევია გაბრაზებული გულში მიკრავდე...
მე? მე მიყვარდე და ბედნიერი ვიყო იმით რომ შენც გიყვარვარ და დარწმუნებული ვიყო, რომ ჩვენი სიყვარულის "აშენებაში " დამეხმარები...
არ მინდა მქონდეს საბაბი, რომ "კიდევ ღალატი და კიდევ ბოლო შანსი" მახსენდებოდეს..
მინდა ცხოვრებიდან ყველაფერი ცუდი ამოვშალოთ...
არ მინდა ჩვენი სიყვარულის ისტორია იმიტომ დასრულდეს, რომ 15 წლის ბავშვი ვარ და არაფერი მესმის...
იცი? არაა ჩემი ბრალი შენს დანახვაზე თვალები, რომ მიციმციმებს.. ეგ მხოლოდ შენი ბრალია.. შენ შემაყვარე ასე თაი...
გახსოვს გითხარი მეშინიათქო და პატარა ჩანახატიც დაგიწერე... მარტლა მინდა ამ ყველაფრის შენც გეშინოდს...
მე? მე მინდა ისევ დავდიოდე დილიდან შენთან ერტად სასეირნოდ ( ზამთარი მახსენდება.. როცა ვიყინებოდი შენ ისიყვარული მათბობდა ხოლმე) და გაზაფხულის მშვენიერებით შენთან ერთად ვტკბებოდე (არა მარტო გაზაფხულის) მინდა სჰენთან ერთად მტკიოდეს და შენთან ერთად მიხაროდეს...უბრალოდ შენთან ვიყო ბედნიერი.. ბედნიერი იმით რომ გეყვარები და ერთად გავუფრთხილდებით სიყვარულს...
ამბობ მიყვარხარ და მეყვარებიო...
მიუხედავად ყველაფრისა მჯერა შენი...
არ მინდა შენს გარეშე სიცოცხლე უბრალოდ უაზრობააა...
უაზრობაა ეს ნაწერიც.. და ჩემი ცხოვრებაც შენს გარეშე ....
ისევ ცრემლები... გულისტკენა... და ისევ ბოლო შანსი...
არ მინდა ასე ხდებოდეს... მოდი ამოვშალოთ ჩვენი ცხოვრებიდან ყველაფერი ცუდი...
_მიყვარხარ რა არ გჯერა?
_ხო სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ...


სულ ცოტა სითბოს და სიყვარულს გთხოვ...
სიყვარულის მატხოვარი ვარ?

ხო სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ....



(p.s უბრალოდ ძალიან ცუდად ვიყავი.... დღევანდელი...)

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1215 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-23, 2:54 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024