შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ, ეგ ტუჩები დასალევად მენანება. ბილიკებად ჩამოშლილი შენი თმები, გზას მიბნევს და... ეს სიბრმავე მენატრება. ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა, გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა. ეს ამბორი, როგორც მთვარის ნაფეხური მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა...
|