გევედრები შეჩერდი და ყური მიუგდე მის სუნთქვას..... ის ხომ არავის ესმის გარდა შენისა.....ის ხომ მხოლოდ შენ გიცნობს..... ვინ იცის შენ გარდა მისი ამბავი???? შენ ხომ გრძნობ....ის სულის მალამოა...ტკივილის სალბუნად ჩასახულა..... ანდა შესაძლოა წყაროა წყურვილის მოსაკლავად..... ის რაც სიამოვნებას განიჭებს.....ნუთუ სულ დაგავიწყდა..... შენ დედა ხარ.....ჯერ დაუბადებელი ბავშვის დედა.... ის შენი შვილია.....მაგრამ რატომღაც შეშფოთდი.... წამით შეჩერდი.....თუნდაც ნუ მოუსმენ..... მაგრამ ცოტა ხნით დაფიქრდი.....მოგონებებს მიეძალე და გაიხსენე, როგორ გირწევდა დედა აკვანს..... როცა ეძახოდი: "დე..." გახსოვს მისი თრთოლვა?! ვერ დაივიწყებდი.....შენც მასსავით უსუსური და უმწეო იყავი..... გევედრები ნუ დაღუპავ ჯერ დაუბადებელ პირმშოს.... არ გინდა იგრძნო მისი სუნთქვა?!...... არ უნდა მოკლა საკუთარ სხეულში გაზრდილი სიცოცხლე..... ის უმწეო, პატარა ფიფქებს ჰგავს.....ან თოვლის ქათქათა გუნდას..... შეენ აცოცხლებ მას.....და ნუ მოკლავ, გევედრები.... დაინახე დაუნახავი......დრო გადის და შენ გემსგავსება....გახსოვს როგორი იყავი დაბადებისას?! ალბათ არა..... მაგრამ შენი შვილი გემახსოვრება..... ერთი....ორი...სამი......გაირბენს დრო და...ამოძრავდება..... ნუ შეშფოთდები...უარს ნუ იტყვი მასზე...... მერწმუნე გრძნობს შენს გადაწყვეტილებას......ნამდვილად გრძნობს და სტკივა შენი ტკივილი.... იგრძენი მისი სითბო....მისი გულის ფეთქვა..... მიხვდები რომ ღირს ამდენი ტკივილი...... შეჩერდი.....ის მაინც გაიხსენე...."არა კაც ჰკლა..."_ო.... უფალმა გვიბრძანა..... და ნუ მოკლავ საკუთარ შვილს..... :შეჩერდი.....-ეს შენი სასიკვდილოდ განწირული შვილის ვედრებაა..... მას ხომ სიცოცხლე სურს......ბედნიერება.... მერე რა რომ ჯერ არ იცის არაფერი...გაიგებს..... გევედრები ნუ გახდები მკვლელი უმწეო არსებისა..... ყური მიუგდე მის სუნთქვას....მის გულის ფეთქვას.....
*** აი, გავიდა დრო.....გაბედე და ცხრა თვე მუცლით ატარე..... ამდენი ეწამე....თუმც რისთვის......ახლა გასაშვილებლად ნუ გაიმეტებ..... მისი პაწაწინა თითების შეხება ხომ ასეთი წმინდაა..... მისი თვალები გეუბნებიან.... "დე, არ წახვიდე დე....დე, მჭირდები, დე....მარტო ვერ გავძლებ დე..... მეშინია მარტო დე.....არ დამტოვო, გევედრები....." მერე რა რომ ჯერ ვერ წაიტიტინებს: "დე...".... თვალებით გეუბნება სათქმელს...... ამდენი ტანჯვის, ტკივილის მერე....ნუ გაიმეტებ გევედრები..... შეჩერდი ყური მიუგდე მის სუნთქვას..... ჯერ ასე პატარა გეძახის.... დე....დე.....შეჩერდი დე.....არ წახვიდე დე.....
|