♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » .............
4:07 PM
.............

ჩემი ჟოლოსფერი მყუდროება...

გახუნებულ ჩაის ტილოს ასდის მარწყვის სურნელი.
კოვზზე, დარჩენილა შაქრის ნატეხები....
მაგიდაზე, ხილი....
კარგად გაყავისფერებული და გადასაგდებად გამზადებული....
ჰაერში, ვერ ეტეოდა შენი სურნელი და ჩემს ფანჯრის წინ დაეპკურა სისხლის წვეთად...
მე, მოვყავდი შენსკენ სურვილს...
ჩემს ჩრდილს, დაჰკრავდა ჟოლოსფერი მყუდროება.....
ნუშისმაგვარი თვალები...
ჩაის ტილოდან, შენს ტუჩებზე გადმოსული მარწყვის ფერი...
ნაზი...
თხელი...
ვარდისფერი მყუდროება...
მე, ჟოლოს სიცივე...
იასამნისფერი გაფითრება...
ზამთრის სუსხი გაზაფხულზე...
რა უცხოა შენთვის, ჩემი ჟოლოფერი მყუდროება...
შაქრის ნატეხებივით დაშლილი წამი......
ჩაიში ჩაყრილი მოგონება და ნუგბართან ერთად დავიწყებული შენი სახელი...
აი თურმე, რატომ მოხვდა ჩემს სარკმელზე, შენი სისხლის წვეთები....
ახლაც, საამურად მიღიტინებენ სუნამოს ბუსუსები....



სულის ციხესთან..

„ჩემი ნატანჯი სული ციხესთან, განაჩენს დაველოდები..."
მამა პეტრე

ვივლი, შემოდგომის ფოთოლივით მკვდარი.
ცალად, ქუჩების ვიწრო მოსახვევებში.
დაველოდები, გაყინულ მთვარეს შებინდებისას.
მზის ამოსვლისას, პირველ სხივებს ვაჩუქებ ღიმილს .

ჩავიცვამ ძაძებს. თავზე დავიდგამ ფიქრებს-სევდიანს.
მოვისხამ ქურთუკს, ზედ აკრული ცივი ტილოთი.
მარტოობაა მიწერილი ყოველ ნაბიჯზე
და გაცრეცილი მოგონების სურნელი ამდის...

დაველოდები, ღამის ძილის გამოფხიზლებას,
სულის ციხესთან ჩამოვჯდები, ბორკილ დებული.
დაველოდები, თორმეტს მიმწყდარ, მომაკვდავ ისრებს...
დაველოდები, ჩემს განაჩენს სულის ციხესთან...



***
საგიჟეთის თეთრ კედლებში,
სულ სხვა არის სუნთქვა შენი.
გამძაფრებულ ცხვირის ყნოსვას,
უღიტინებს წამლის სუნი.

შეთეთრებულ ჭერზე ყვითლად,
ჩამოსულა წვიმის წყალი.
დაობებულ ფანჯრის კიდეს,
ზედ აჰკვრია წლობის ჭვარტლი.

შენ აქედან სულ სხვა ჩანხარ,
დაგიბერდა საღი აზრი.
გაღმა, თურმე ნისლებია,
თეთრ კედლებში_თეთრი თავი...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1227 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 ანა მამაიაშვილი  
0
mainteresebs avtori ratom ar aweria chems chanaxatsa da leqsebs!!!

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-23, 4:18 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024