არდავიწყებას დაგპირდები და როგორც ტკივილი მომეძალები. როცა დაგკარგავ ავტირდები და როცა გიპოვი მოგეკრძალები. როცა შეგხვდები დავდუმდები და ზეცის ფერებით დავიფარები. როცა მინატრებ დავბრუნდები და როცა გადაგღლი გავიპარები. არდავიწყებას დაგპირდები და შენი სიშორით განა ვიცვლები? შენი ცრემლებით ავტირდები და შენი ტკივილით გარდავიცვლები.
.......................................................
გული შენს სიყვარულს სახავს, სანამ ნაფეხურებს წაშლის... ვიცი, მიმატოვებ, წახვალ... მე კი, სიმარტოვე დამღლის... ეს დღე, დღეს იქნება, ან ხვალ, ვიცი მოიგონებ ამ წელს... მაინც, მიმატოვებ, წახვალ... მე კი, ტკივილებზე დავწერ... სევდას მოგონება ახლავს, სევდა, ეშმაკივით მაცდენს... ვიცი, მიმატოვებ, წახვალ... ვიცი, ვერ გაუძლებ ამდენს... ზეცას ვეფერები ახლა, შენი მოგონება მაწვიმს... სანამ, მიმატოვებ, წახვალ... სანამ, მოფერებას მაცლის... მაინც, მოგონებას ვანდობ... შენი მონატრების წადილს, ვიცი, შემეშალა, კარგო... ჰოდა, მიმატოვე წადი...
.......................................
ვის არ აქვს , ღამე სიყვარულში ნათენებია ღამე, რომელიც ვარსკვლავებით მოჭედილია, ამოდის მთვარე, რომელიც ღამის მნაობელია მთვარე გაჩუქო, შენთვის მაინც ერთი ქოხია.
მიდიხარ, მაგრამ კვალი მაინც მუდამ დაგყვება სადაც წახვიდე, ჩემი ლანდი მოგელანდება დარომ დამტოვო შენს სადღეგრზელოს მე მაინც დავლევ, რადგან სუფრაში მანდილოსნებზე ღვინო ილევა.
.............................................................
ღამით- სიგარეტის კვამლი მეფერება, დილით -გაყვითლებულ კედლებს ვერიდები, ცრემლში დამებედა თეთრად დათენება, მელანგადასხმული დაღლილი ხელებით.
ნერვებს ეკვატორის ხაზი გასწყვეტიათ, ასე მარტოობით სულ მთლად შევიშლები, მთელი დედამიწა ეხლა ნაწყვეტია, გრძნობადაწრეტილი უშნო სხეულების.
მანამ ტუჩებიდან ღიმილს ამათლიან, შიშველ ჰორიზონტზე ვნებად დავიღვრები, ახლა მხოლოდ მკვდარი მზერა მაბადია, წიგნში ჩაკეცილი ხმელი გვირილების.
შენ ჩუმად იწექი, ახლა დავამთავრებ თვალი ამ ნაფაზის რუხ რგოლს გააყოლე, ჩემი სიმარტოვე ლექსად ჩავამთავრე, შენი მოლოდინიც ამ ზოლს გავაყოლე.
შეხე...დილამ თავის ტანში ჩაატია კვამლით გაჭვარტლული ფიქრის ბილიკები, შენი უცნაური წასვლა ღალატია, ღალატს ვერიდები, თუმცა ვურიგდები.
ღამით სიგარეტის კვამლი მეფერება, დილით შენს ცარიელ საწოლს ვერიდები, შენი მოლოდინის დასვრა მაპატიე, მელანგადასხმული დაღლილი ხელებით.
|