მკაცრი რეალობა, ჯერაც რომ ვერ იჯერებ, წვრილმანი წვრილმანზე და - ყელამდე ამოსული, ბარგი კარებისკენ, მტკიცე ნაბიჯებით, დაცლილი ოთახი და არსება მარტოსული...
ცრემლები ვერას შეცვლის, უბრალოდ დაგვამძიმებს, ვეღარც მწვანე კედლებს შემხმარი სინანული, BOLD-ქმნილი წერტილებით იცვლება ყველა მძიმე, იღვიძებს სიამაყე, მიჩვევით მიჩქმალული...
პირობა - "დაგირეკავ", სიცრუით გაჟღენთილი, გარშემო ხუთი წლის შეკრული კამარა, რეკავს ბოლო ზარი, თუ ბოლო გაკვეთილი... გტოვებ ჩემი, მწვანე კედლების ამარა...
ნაცნობი ქუჩების მძაფრი ნოსტალგია, ნამსხვრევებს ვერ აღვადგენთ გულწრფელი პირობით, სიმტკიცემ სინანულის კედლები მოარყია, ჩვენს შორის აღმართულ სიტყვებად:
მ შ ვ ი დ ო ბ ი თ ! ! !
|