♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 7 » * * *
6:28 PM
* * *


წვიმამ დაასველა ცხელი ასფალტი...
ნაბიჯები...მტკიცე და რიტმული......
არ აჩერებს არაფერი...თითქოს ყველაზე ძლიერი იყოს ამ ქვეყნად...
გულშიც წვიმა...ქაოსური წვეთები....
სიცივე და უკაცრიელი ქუჩები...არ ჩერდება..
ისევ ნაბიჯები......ირგვლივ კი წვიმის წვეთების გლოვა....
აქა-იქ მანქანები და...მოკიაფე ლამპიონები...
არანაირი ფიქრი...
ზომბივით ცივი...არაფრისთქმელი გოგონა.....
მხოლოდ თავის ნაბიჯებს ითვლის.....
თვალის კუთხესთან წვიმის წვეთები მის ცრემლებს ეხუტებიან....
ვერც ვერავინ გაარჩევს...წვიმს თუ ტირის!....
ისევ ნაბიჯები...და გაკრთა კითხვა......საით?.....
ისიც დაიკარგა.....
წამით შეჩერდა.....
არ ეცნო ქუჩა....
უცნობ ქუჩაზე, უცნობი გოგონა წვიმისგან სველი....ცრემლებს მალავდა....
წამით შიში...უიმედობა...ბოროტება....ყველაფერი აირია...
ახლა საით...არ იცის და...არც უნდა ცოდნა....
სიკვდილი მინდა! ! !
ცრემლებს თითქოს ეწყინათ გოგონას ნატვრა და...გაიბუტნენ....
ისევ გლოვა...ცა ტირილს არ წყვეტდა...თითქოს საშინელი წინათგრძნობდა ამუქებდა კიდევ უფრო მას....
1...2....3.....
ეს უკვე ნაბიჯების თვლა აღარ იყო....
მანქანის შუქი....ზომბირებული თვალები....
გლოვა წყდებოდა....რადგან....წინათგრძნო
ბა ახდა....
გოგოს უსიცოცხლო თვალებზე ცრემლი შეყჰინვოდა..


...................................................................

ქარმა სხეულში გაახვია ღამე-თუთუნი,
ქუჩაში ფოთლებს სუსხიანი სუნთქვით აჯამებს
აქ უძილობამ ჩაიმუხლა, ახლაც უთუოდ,
ჩემი სიფხიზლე შენი სიზმრის იქცა დარაჯად.

არ მახსოვს როდის დავუყარე ფიქრებს საკენკი,
თენებაც ისე ფეხაკრეფით წამომეპარა,
სანამდე ჩემო, ათას პირველ გრძნობად დაგწერდე,
არმინდა თუნდაც ერთი სუნთქვა გამოგვეპაროს...

როცა წუთები მონატრების ხარჯზე იზრდება
და უშენობა გარსად აკრავს სახლის დარაბებს,
ყველა სტრიქონი მეჩვენება ბევრად მიზერი,
გამოგონილი სიმშვიდით რაც ვწერე მანამდე.

ფიქრსაც სცოდნია მიჩვევა-თქო,
ვამბობ ჩურჩულით,
თანდათან მგონი მაგ სიზმრების გავხდი ფერმწერი,
ქარმა სხეულში გაახვია ღამე-თუთუნი
და მარტოობას რახანია ერთად ვეწევით.

...............................................................


ქალი ხარ...
ჰოდა, ყველაფერი ნათქვამი არის!..
და რაც არ უნდა შეიბურო თმები მანდილით,
ვერ შეაჩერებს შენში მბორგავ ლტოლვის მდინარეს
ვერარა ძალა ასე უცებ, ასე ადვილად...

ქალი ხარ...
ჰოდა, რაც არ უნდა, ერთგული გერქვას...
და რაც არ უნდა ტრადიცია გმობდეს, კრძალავდეს,
ან დავბერდები, ან მოვკვდები, ან სულაც აქვე,
ცხადად, ცოცხალსვე მაგრძნობინებ, რასაც მალავდი...

ქალი ხარ...
ჰოდა, ვინ ელოდეს სხვანაირ ფინალს!..
წასულხარ, მიხვალ, წახვალ კვლავაც გზებით ჩვეულით,
სად სურვილების დაიგულებ მომავალ ბინას,
ახალ სითბოში, სადაც გიხმობს შენი რჩეული...

ქალი ხარ...
ჰოდა, გასაკვირად როდი დამრჩება,
რომ მიმატოვო, რომ გამცვალო სხვაზე მარტივად,
მდედრული გეში გიკარნახებს თავად არჩევანს
და სიმარტოვე დაედება ღალატს მოტივად...


ქალი ხარ...
ჰოდა, გამტყუვნებას მე არც ვეცდები,
მოსცლიათ ერთი... რა ღალატი, რისი ღალატი...
ბუნებრივია, სიყვარული როცა გაცვდება,
ახალს მოიხდენს გული შენი - ვნების ბარათი..

.......................................................................


ნამუსგარეცხილი, ძუნწი შეგრძნებებით,
როგორც ნაბოლარა, ზურგზე ამეკიდა,
დრო და მაწანწალა მთვარეს ვებევრები,
ღამეს განთიადი ხორხთან გაეჩხირა...

კოცნით აეწვება მკერდი კავკასიონს,
ნაფერთხ ალიონზე სხივებს ჩამოვათლი,
იქნებ ეს სიცრუეც ისევ გაპატიო,
მაინც შეგიფარო, პირმშო ნაობლარი.

სიტყვით ავილესავ სათქმელს იმ ლექსებზე,
აქვე კარის უკან, ყეფით რომ მოსთქვამენ,
კალამს საყელურად უფრო იყენებენ,
ძაღლურ მოთმინებით მუზის მოთოკვამდე.

სახეალანძული დარბის დედამიწა,
დროა ხასიათში სანგრებს ჩავუღრმავდე,
ომში ოცნებებს თუ ენდე, ვერაგია,
ჩაკლავს ყველა სურვილს თვალის დახუჭვამდე.

ნამუსგარეცხილი, ფლიდი შეგრძნებებით,
(თითქოს არაფერი შენ არ გიღონია)
ფიქრებს უსიცოცხლო თუაქვს, მენდე, ფერი,
მაშინ გამარჯვება ბევრად იოლია...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1145 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 1:46 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 32
სტუმარი: 32
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024