♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 7 » .....................
8:51 PM
.....................


მეშინია შენი დაკარგვის...არა.შენი დაკარგვის კი არა.შენ ხომ ისედაც არ ხარ ჩემი...
მე იმ ოცნების დაკარგვის მეშინია,რომელიც ჯერ არც კი ამხდენია...
მე მეშინია,რომ ყველაფერი მზის ჩასვლასავით გაქრება და მეორე დილით საპირისპირო მხრიდან,როგორც მზე,შენც გაციებული და მდუმარე შემომანათებ ჩამქრალ თვალებს...
მეშინია...
მეშინია ახლოს მოსვლის,რომ არ დამწვა...
მეშინია შორს წასვლის...რომ არ დაგავიწყდე და სხვას არ გავუხსნა გზა შენი გულისკენ...
მეშინია...
ვიცი,ოცნებები იმიტომაა,რომ არ ახდესო,ნათქვამია...მაგრამ ტრფობის ცეცხლით აალებულს ყველაფრის იმედი აქვსო,ესეც გამიგონია...
ხოდა ძვირფასო მეც მაქვს შენი იმედი...არა.შენი კი არა...შენი გულის იმედი...

რატომღაც ძალიან ხშირად მეფიქება შენზე...მაგრამ ეს ფიქრები იცი ყოველთვის რითი მთავრდება?...
მეშინია...
შენ ხომ ჯერ არაფერი იცი...მე კი ვიცი...ვიცი ის,რომ ძალიან მჭირდები...რომ სულის რაღაც ნაწილი უნებურად გამინთავისუფლდა და შენი სულის ნაწილს ელოდება,რომ სრულყოფილი სახე მიიღოს და დამამშვიდოს...რომ მითხრას:"ნუ გეშინია"...
თუმცა მე ისევ სევდამორეული თვალებით დავცქერი ნაწერს და ერთი სიტყვა,ერთი აზრი,სულ რამოდენიმე ბგერა,მაგრამ ძალიან საზარელი და მრავლისმთქმელი რამ მიტრიალებს თავში...
მეშინია...

მაინც რა მომაბეზრებელია ამდენი "მეშინია" "მეშინია" "მეშინია" ?... აი,ისევ...
მაგრამ რა ვუყო რომ მეშინია?...
შენი დაკარგვის...
ოცნების არ ახდენის...
უშენობის...
შენი შეყვარების მეშინია...იცი?...და ეს ისევ იმიტომ,რომ არ ვიცი შენც თუ გეშინია იმის,რისიც მე...

ხედავ რა საშიში ყოფილხარ?...არა.შენ კი არა...შენი სული...

და მე ისევ გელოდები...არა.შენ კი არა...შენს სიტყვებს...

..."ნუ გეშინია"...



...რა ძალიან მინდა,რომ შენც გეშინოდეს ამ ყველაფრის...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1272 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 sofia  
0
mec minda am yvelapris eshinodes imas vinc me sicocxles mirchevnia...da icit atom?... imitom rom me am yvelafris ukve meshinia..

სახელი *:
Email *:
კოდი *:
სამშაბათი, 2024-12-24, 2:23 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024