♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 7 » .................
8:33 AM
.................



როცა ვეღარ დავძლევ ძველი დროის დოზებს,
PAINT-ს მივეძღვნები, შენზე ვიფერმწერებ...
როგორც მაშინ, გახსოვს? ფერმკრთალ მონიტორზე...
ლამაზ ფრაგმენტებად დღეებს მივეწერეთ,

ნათელ გადმონაშთებს ფერად წარსულიდან,
ჩუმად მივაჩეჩებ დამწვარ ეპოლეტებს,
ახლა მონატრების საზღვრებს გარს ვუვლი და
რაღაც სიგიჟემდე მინდა გეპოეტო...


თითქმის დავიწყებულ ცისფერ ჰორიზონტზე,
ჩვენი აჩრდილები დღესაც თამაშობენ...
სადაც უჩვეულო სივრცე მოვიზომეთ,
სადაც ბილიკებად გზები დავაშორეთ...


ახლა სველ მინებზე წვიმის წვეთებს ვითვლი,
გარეთ მარტოსული კივის მიკიოტი,
სევდით ჩამჩურჩულებს ჩვენი ძველი მითი...
როგორ მომენატრა,
ჩემი იდიოტი..


......................................


თვალი თვალის წილ და კბილები ყელის წილ,
სისხლია შემხმარი ძველისძველ ნაჯახზე,
მას, რასაც თითებით, ტუჩებით ვერ მიწვდი,
ზიზღის ტყვიები და წყევლა შეაჯახე...

(ოდესღაც უმანკო) მრუში ფერიები
გალობენ კვლავ. შენ კი ცხოვრობ დანაკლისით...
სუსტ ნერვულ სიმებზე უკრავს რეკვიემი,
ბოღმამ იზეიმა ვნების პარაკლისი.

სამოთხის ტაძრებში დარეკა ზარმაც და
გვიღიმის ნიავი, ტრფობის აგრესორებს,
ჩამოჭკნა კვირტები და დროც გაზარმაცდა.
ვეხები უხეშად შენს სათუთ სენსორებს...

ჩვენი აჩრდილები სუნთქვებს დაგვითვლიან.
გალღვება სხივებიც, სიცივით ესოდენ...
გულ-მკერდის გაპობა - ეს ჩემი სტილია,
შენ კი - ჩაძინებულს, კეფაში მესროლე!
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1099 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 1:26 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 35
სტუმარი: 35
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024