♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 7 » მე...უყველაფრო...
8:49 PM
მე...უყველაფრო...

უყველაფრო ამინდია.. უყველაფროა ცა.. ელექტრონული მზე ანათებს, ამაზრზენია!
უფერულია ყველა-ფერი და მაინც თვალს მჭრის რეალობის შხამიანი მწვანე..
კედლებზე წარსული მომავალი კიდია და მინდა დავწვა, რომ აღარ მტკიოდეს მათი სიცარიელით სავსე კუთხეები..
ფარდებზე მოქარგული სინათლე მინდა ჩამოვგლიჯო და ავუხილო ოთახს თვალი, გარეთ ხომ ნათელი ბნელია! გარეთ ხომ მხიარულად გლოვობს ხალხი და საათის ისრებს ძალით მიათრევს დრო.. მატარებლის ლიანდაგზე დავაფინე თეთრი ოცნება, წითლად შევღებო მინდა.. ეს პეპელა რატომ დაფრინავს ჩემს შორი ახლოს? ნუთუ სჯერა რომ მჯერა.. ლურსმანზე საიდან გაჩნა სისხლის წვეთი? ნუთუ ესეც უნდა დავიჯერო? არა.. არ მჯერა! არ მინდა მჯეროდეს და ნუ მაჯერებთ!
ყველაფერი მტკივა რისიც მწამს და აღარ მინდა მტკიოდეს!
ახლა თქვენ შემიბრალეთ და ნუღარ მეკითხებით, არ ვიცი! ახლა თქვენ გამიგეთ, თორე მე ვეღარ ვიგებ ვერაფერს..
უსასრულობის რადიუსში ნუ გაეკარებით ჩემს ფიქრებს! და ნუ შემეხებით მტკივან თუ უკვე გამშრალ ნერვზე.. ნუ მიკაკუნებთ სულზე! აღარ მინდა შემოგიშვათ.. მრცხვენია ისეთი აურზაურია.. არც დალაგების თავი მაქვს..
ნუ იღიმით როცა მეც ვიღიმი! და ნუ იცინით როცა მე ვტირი! ნუ მეთამაშებით ადამიანობანას თუ ტექსტი ზეპირად არ იცით! მე ვერ შეგახსენებთ..
ნუ მირჩევთ სხვა ნიღაბი მოვირგო, რადგან ღარიბი ვარ და მხოლოდ ერთი მაქვს..
ნუ გწყინთ როცა მიყვარხართ და არ ვყვირი, რადგან მუნჯი ვარ..
ნუ გჯერათ ჩემი როცა გინდათ, რომ გჯეროდეთ.. და ნუ გჯერათ რომ იცით..
ნუ მეტყვით რომ გიყვარვართ თუკი არ გჯერათ, რომ მეც მიყვარხართ..
სად მიდის? რატომ ჩაჩუმდნენ? რატომ ყვირის სიჩუმე??
ნუ მაბნევთ! ნუ მეკითხებით და ნუ .. ნუ..
სიტყვა, ფიქრი, სიჩუმე და სხვა..
ქრება.. აღარ ისმის და აღაც ჩანს..
Shut down..
არ გაჩუმდეთ არასდროს!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1062 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 litt  
0
ooh sataurshi me zedmetia : )) saavtoro uflebebs argvevt , gichivlebt : )))

სახელი *:
Email *:
კოდი *:
სამშაბათი, 2024-12-24, 2:02 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024