დაგჩემდა ცუდი ხასიათი,აღარ იცინი, მე კი ავბედით დღეებივით მაინც გსურვილობ თითებნაფერებ ამ ფურცელზე რომ გადმომყევი, ერთგულება რად დამაფიცე,ასე თუ იყო.
ყველა ნაბიჯზე გაზაფხულის სუნთქვა მაყრია, ამ ამბიციით ხე-კვირტებსაც შევეჯიბრები, შენ თავს ვფიცავარ, რომ თვალებში გიჟი მარტია, მზერას მანტიად შემოგახვევ, თბილად იქნები.
ალუბლის ფერი დაეკიდა მძივად დაისებს, (უკვე ნერვები გამიზნულად გამიმარტივდა) უთვალებოდაც შემოგხედავ ცაც, რომ დაბრმავდეს, დანასიზმრები ჭაღარების დილა ამტკივდა.
დღეებზე, ბოღმა ნაოჭები სიბერეს ანთხევს, (მარტთან ხელკავით აპრილამდე ვეღარ მივედი) ჩემს თავს გაფიცებ, გაზაფხულო კვლავ შემიყვარე, ამოსუნთქული ჰაერივით ლექსად მჭირდები.
დაგჩემდა ცუდი ხასიათი,აღარც მიღიმი, აპრილნაფერებ მონატრებამ უნდა მოგაგნოს, აჩქარებული გუსლიცემა ყელთან მიკივის, ჩემს თავს გაფიცებ,ერთგულებამ არ გიღალატოს.
|