მთავარი » 2010 » აპრილი » 7 » .......................
6:25 PM ....................... |
გამარჯობა ,სარა! დღეს მერამდენედ ამოვიდა მზე შენს გარეშე. წუხელ მესიზმრა ლიანდაგები, სადაც ხელიხელჩაკიდებულნი დავდიოთ ბავშვობისას. არ გახსოვს, სარა, ის მოხუცი ხელჯოხითა და ცილინდრით? -შეხედე, მაიკ!- შენ ამბობდი მუდამ ჩურჩულით, მე კი მიყვარდა ამ მოხუცის გამოჩენა, რადგან ტუჩებით ამ დროს ყურზე მეხებოდი.
სარა , სარა, სარა! რად მომენატრა, ხმამაღლა მეთქვა შენი სახელი, როგორც იმ ღამით , როცა გიხსნიდნენ ვიწრო კორსეტს ჩემი თითები ?
აგვისტოს მოკლე ღამესავით მხუთავია მოგონებები. წუხელ მესიზმრა .... წუხელ ორი ლიანდაგი მესიზმირა,სარა, უკვე დაბეტონებული, თვალისათვის - არარსებული... მესიზმრე,სარა!
..............................................
როგორ გავუცხოვდით. აღარც მენატრები. ფიქრი ფანჯრის მინას ფარდად ავაკარი. აღარც გრძნობები და აღარც ემოცია, აღარც ცხოვრებაში, გვერდით, თანამგზავრი.
ასე მირჩევნია, უფრო ნამდვილი ვარ, ალბათ, სიყვარული მე არ დამანათლეს, მხოლოდ სასმელი და მხოლოდ სიგარეტი და კიდევ ლექსები!... ერთსაც დავამატებ:
ახლა ეს ცხოვრება ისე დამღლელია, ისე ვიწროვდება ჩვენი ატმოსფერო, ახლა ისე მინდა, სადმე დავიკარგო, არვინ მომძებნოს და არვინ გამიხსენოს.
გზები გრძელია და ჩემთვის გავუყვები, მინდა, ყველა ტაბუ ერთად დავარღვიო. ამბობ,- "პოეტები ტოვებთ გალანტურად"... ჰოდა, მე(ც) წავედი, უნდა მაპატიო!...
................................................
სიზმრიდან სიზმრამდე მტკივდები მხრებივით, რომლითაც ვატარებ წარსულის ნაკუწებს. მოდი და საჩქაროდ გამხადე სხეული, მოდი - სულს ნანატრი სიმშვიდე აჩუქე.
დროდადრო ბეჭზე რომ ჯიუტად მეზრდება, ცდები... ჰო, შენ ცდები, ეს ფრთები როდია. ფრთებად არსებობის სევდა გამოვისხი, სევდა იმისა, რომ ხსნა ხარ და შორი ხარ.
და ზურგით ვბრუნდები მე ახლა ხალხისგან, არასდროს მქონია მე მათთან საერთო. უკვე მეათასედ მოვედი მიწაზე თოჯინა, რომლითაც ვიღაცა გაერთო.
...................................................
მე ირონიით ვუსვამ კითხვებს შინაგან ბგერებს და ირონიით ვჯღაპნი წერტილს როგორც არასდროს.. ვხედავ ლურჯს, შავს და კიდევ უამრავ ფერებს წითელმა ფერმა დაასრულა უმისამართოდ .. გიგრძნობ დროდადრო და რეალობას ვერ ვარჩევ, ვერა ისევ მანძილმა გადაწყვიტა უსამართლობა, სადღაც უფსკრულში გადავვარდი შენი წყალობით შენ კი ირჩევდი კენჭებს ჩემთვის უსაზღვრო წრიდან .. ვიგრძენი ხელმა ბნელეთიდან ამომათრია და მერე ისევ ამ მინდორზე დავიდე ბინა. ამ ირონიამ შეიძლება ძილში დამახრჩოს ან სარეველა ბალახივით მომხვიოს ხელი , ან შინაგან მეს მოთმინება დააკარგვინოს ან იქნებ სულაც გადამრიოს ტყუილი ცრემლით. მე მეზიზღება ირონიას როცა ვუყურებ და ამ საკუთარს ხომ ვერ მივუშვებ მას როგორც უნდა ?! სადღაც მივაგდებ , გამოვკეტავ გველეშაპივით ვეღარ მიაღწევს მზაკვარ მიზანს რომელიც სურდა. მე მხოლოდ ის მსურს საკმარი ძალა მიბოძოს ღმერთმა და მერე, ის სამი გზაც , გაქრება ერთად.
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1287 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 34 სტუმარი: 34 მომხმარებელი: 0 |
|
|