ამ ჩემს გულში რა ხდება? რა ხდება? ჩავიხედავ _ შენ მაგივრად სხვა მხვდება, სხვა მხვდება. მავიწყდები, როგორც თოვლი პირველი, პირველი, სხვა მოფრინავს სიხარულის ფრინველი, ფრინველი. მაგრამ დახეთ ბედის უკუღმართობას _ მართობას შენ მიყვარხარ, სხვა კი არის გართობა, გართობა. მე იმ სხვაშიც შენ გხედავ, შენ გხედავ, შენს კიბეზე ოქროს ქოში მეხდება, მეხდება. ელვა ცაზე იკლაკნება, მეხდება, მეხდება. თუმცა მე დღეს სხვისკენ მიმიხარია _ ხარია, ის სხვაც შენ ხარ, ბედმა გზები არია, არია. ვერ გცილდები, სულ შენ ირგვლივ ვტრიალებ, ვტრიალებ, ეგ თვალები ვარსკვლავებად ბრიალებს, ბრიალებს. მე სხვის ხმაში კვლავ ჩამესმის შენი ხმა, შენი ხმა, მზე შენ მიღმა ამომდის, მზე მიღმა. სხვის გვერდითაც შენი ვარ, შენი ვარ და არა ვარ მშვენივრად, მშვენივრად. ამ ჩემს გულში რა ხდება? რა ხდება? ჩავიხედავ _ შენს მაგივრად სხვა მხვდება, სხვა მხვდება.
............................................................
არავის უამბო გზები რად გაიყო, რად შევრჩით ცალ-ცალკე ცხოვრებისდინებას, არავის უამბო რა მოხდა რა იყო არავის უამბო გული მეტკინება. არავის უამბო თუ როგორ მიყვარდი, როგორ ვვოცნებობდით ან როგორ ვბავშვობდით. არავის უამბო იმ ლამაზ დღეებზე და არც ის უამბო თუ რატომ დავშორდით, არავის უამბო გულირად გაცივდა თუ როგორ ჩაგვიქრა ოცნების ლამპარი. სხვას ნუ მოუყვები ჩვენსშორის რაც იყო, მე და შენ ვიცოდეთ ლამაზი ზღაპარი.
|