მე მინდა მზეო სულ მყავდე ხელად და სიყვარულის ზღვაში ჩაგაქრო! გაზაფხულია და მწვანე ველად შენი სხივებით ხარობს ყაყაჩო!
მე ძლიერ მიყვარს მზის ნაზი სხივი, განთიადისას შენი ყურება, მინდა, რომ ქროდეს ნიავი გრილი... მე შენი ტრფობა არ მეზარება.
მწვანე მინდორში და მწვანე ველში წითლად მოჩანდა ნაზი ყაყაჩო; მე მინდა მზეო სულ მყავდე ხელში და სიყვარულის ზღვაში დაგახრჩო!
გრილი ნიავის ნაზი ტალღებით ველად ქანაობს ნაზი ყაყაჩო. მინდა, რომ მზეო შენი ალერსით რიონის პირას მომკლა, დამახრჩო!
...............................................
სიცოცხლის აზრი არის თამაში, ჩაბმა კამათში ამოსვრილი ვარ მუხლით ტალახში, შუა ქალაქში აქ ხომ ქალაქი, ქალაქსაც არ გავს- თამაში-თამაშს, აქ სიყვარულიც არ შეუძლიათ ვითომ და ქალ-ვაჟს..
გული რომელიც, ამდენი ტანჯვით საგულეს კარგავს გულის ფეთქვასთან ერთად სისწრაფე ეძლევა ამ თამაშს.. ცინიკოსები იცინიან აქ დასასრულის მოსჩანს პირობა ეს თამაშია, არც სინანული, აქ არც გმირობა. ქვა ქვას ეცემა, ხელით ნასროლი ფანტელი-ფანტელს.. შემოგვაპარებს გიო ყიფშიძე ბარამბოს კამფეტს.. უშნო თამაში, თან არც წესები მაღალი ტემპი და სასიკვდილო მატარებლის გრძელი რელსები ეშმაკის კერპი.. არავითარი ნოსტალგია, ცრემლები, დრამა ჰიტად აქციეს კოკა-კოლის უშნო რეკლამა.. :D ყველას აქვს "კომპი", NOKIA_ს "ტელე", პაროლი,ნიკი აღარ მოგბეზრდათ? თუ ლომკად გექცათ ოდნოკლასნიკი..??
.......................................................
იმ ხეზე, სადაც ბავშვობაში ვისხედით ერთად, რომლის ნაყოფიც ჭორფლებივით გვაყრიდა წენგოს სახეზე და ჩვენც, მოთხუპნული თითებით მის ტანს, პატარა დანის დახმარებით ვკაწრავდით დიდხანს, რომ დაგვეტოვა "სახელები", "პლიუსი", .უდრის". და მერე მუჭით, ვიყრიდთ პირში კანგაცლილ ლებნებს. ახლა კი ვერ ვძლებ მოსაცდელში აეროპორტის, თვალებით ვეძებ-ღმერთს მინდა რომ ფრენა გადადოს. თუმცა რაღა დროს? შენ ღიმილით ტოვებ ამ ქალაქს ტოვებ და ყავაც,გრჩება ჭიქაში და ჩემს წინაშე, კანცგაცლილი ლებნებისა და ხის წინაშე, იმ უდრისის წინაშე(ც) დამნაშავე ხარ..
.................................................
მივყვებოდით ბროსეს ქუჩა, აქა -იქა ივნისს კაბა ყვავილებით მოეჩითა. გიყურებდი.მოვინდომე რომ მეკოცნა მაგრამ უფრო მორცხვი ვარ და მომერიდა.
იდგა სიცხე, შენ ქვაფენილს მიყვებოდი და გუბეებს ფეხს უქცევდი გამალებით. გაჭრილ თითზე ბინტს გახვევდი ისე ფრთხილად, რომ ღიმილით გვიყურებდნენ გამვლელები.
მერე, სასმელს დავაბრალეთ სიყვარული მეორე დღეს ერთმანეთიც გადავმალეთ ისე წვიმდა რომ მეგონა მეზობლებმა გაკიდვამდე თბილისს წყალი გადაავლეს.
ბროსეს ქუჩა მივყვებოდი, თანაც მარტო მტკიოდი და ყველაფერში გამართლებდი. ჩამოვჯექი საქანელის ყვითელ სკამაზე და უშენო ქალაქს ასე დავათენდი.
.........................................................
ვდგავართ და ვეწევით.შენ ამბობ-ბლეფია ქვეყანა, რომელსაც უკლავენ მაისსაც. გბეზრდება სიცოცხლე, სადღაც კუკიაზე იქნები წელს ვერა და ალბათ გაისად.
ვიხსენებთ ჩადრიან სანმონტელ სელიმას და ხის მაგიდაზე ვერცხლისფერ სამოვრებს, შენ ამბობ-მესია აქ გაჩნდა უთუოდ. მე-უფრო ვეწევი და ფიქრებს ვამოკლებ.
დარდი იმდენი გვაქვს, სამყაროს ეყოფა, აღარც ოცნებები არ შეგვრჩვა აქამდე, ამბობ რომ უდროოდ ვბერდებით თვალებით, ვხვდები რომ უბრალოდ მომიწევს დაგთანხმდე.
გრძნობებმა დატოვეს ბინძური ქალაქი, ვდგავართ და მიყვები-სამყარო ბლეფია... ციდან ჩამოდიან დაღლილი ღმერთები, თამბაქოს გვთხოვენ და... ჩვენს გვერდით დგებიან
|