მა,სად ხარ?_ უშენო წამები მაციებს, ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა, ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_ ღმერთო, რამდენია(?!)
თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს, სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის, ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_ მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . .
შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო, იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს, მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო და აღარ დაგშორდე არასდროს...
წვიმებმა წალეკეს ირგვლივ არე-მარე მე კი დარდისაგან ცრემლიც კი გამიშრა, მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე_ აღარსად გამიშვა!!!
......................................................
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე და რომ მეტყოდე რამეს... ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე შევცვლიდი თვით ამ ღამეს. ავაწიოკებდი... ავაწიოკებდი... მხიარულებით ქალაქს... შენი შემხედვარე შენი ხმის გამგონე ჭკუას დავკარგავდი ალბათ. ეხლა რომ მოხვიდე? ეხლა რომ დარეკო? ეხლა რომ შემეხო, წამით... ალბათ ჩავიდენდი ათას სისულელეს თუკი შენ გარგებდი ამით... ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე და რომ მეტყოდე რამეს ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე ავაწიოკებდი ღამეს...
.................................................
წვიმს . . . __ ყველას ჰყოფნის სევდა თავისი, ისე არავის ტოვებს ტიალი... მაგრამ, ხომ არის აპრილ-მაისიც __ დრო სიყვარულის და ხეტიალის. დრო, როცა ნუში ჰყვავის საყვარლად, დრო, როცა მღერის თხმელის ტოტებიც . . . თუ მოგენატრო, ისევ აქა ვარ, ისევ მარტო ვარ და. . .
გ ე ლ ო დ ე ბ ი ..
.......................................
მაგიდა, სკამი, მოლურჯო ფერის კიდია ფარდა. რადიო...ბლუზი... ჩემს სიმყუდროვეს ყლუპ-ყლუპით სვამდა... ყველაფერია აქ ,რაც მყოფნის, შენ ერთის გარდა...
მაგიდაზე დევს გადაშლილი, პატარა წიგნი, მაღაზიაში რად დამიტოვა, სევდიან გოგომ, დღესაც ვერ მივხვდი. ისეთი დიდი თვალები ჰქონდა, მოსიარულე სევდასა ჰგავდა, შემოატია თავის ნაღველი და მაგიდაზე ლარად დახვავდა... ვზივარ და ვფურცლავ... და ავტორივით, მეც მტკივა ია... ობლის პაწია ხელისგულზე დასახლებული მაია- ჭია... აქ ყველა ბგერა, ყველა სიტყვა, და რა ბევრია...?! სიტყვის ბოლოში მრავალწერტილიც სევდისფერია... ლურჯი ოთახი, ყვითელი ლამპა, მუსიკა..ბლუზი... ჩემს სიმყუდროვეს ყლუპ-ყლუპით სვამდა... ყველაფერია აქ ,რაც მყოფნის, შენ ერთის გარდა...
|