♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 7 » რგოლები.
8:48 PM
რგოლები.


რგოლები.. ბურთები.. ფერადი ბურთები..
ერთიმეორეს რომ მისდევენ და მთლიან ძეწკვს ქმნიან, გამჭვირვალეა მათი შეერთება.. რგოლები კი.. ბრტყელი,ბრჭყვიალა რგოლები როგორ ლიცლიცებენ, თვალს მჭრიან. კარგით, არ გიყურებთ..
რა შუაშია ეს?
დღეს.. დღეს საბოლოოდ მივხვდი, რომ დამავიწყდი.. არა სულ კიარა, ის დამავიწყდა რაც მეგონა, ან ვინ იცის არც მეგონა. არა, კიარ მეგონა, მართლა იყო, ოღონდ დასრულდა.. სადღაც ,რომელიღაც დროში დამეკარგე, ან იქნებ შეგნებულად დაგტოვე.. დავიღალე. თურმე შეიძლება არაფრისგან დაიღალო ადამიანი.. შენ არ ხარ არაფერი, მე ვუმზერდი „არა ფერს" ..
ახლა.. ახლა რაღაც დაბნეული ვარ , ახლა მართლა არ ვიცი არაფერი. ახლა იმას ვხვდები , რომ თურმე არაფერი არ ვიცი..
ახლა.. ახლა.. ახლა.. ახლა ვარ ყველაზე გაურკვეველ სიტუაციაში ..
ისე იმას მივხვდი , რომ საკუთარ თავთან „გაბრძოლება" შემიძლია.. აბა რა ვიცი ..
მგონია რომ გავიმარჯვე, არადა ვინიცის იქნებ სწორედ ახლა ვმარცხდები.. ან.. დამარცხებისა და გამარჯვების მე რა ვიცი .. როგორ გავარჩიო ერთი მეორისაგან? მგონი გაჩერება ჯობს, თორემ ხომ ვიცი გამოვჩხრიკავ სადარდებელს, არადა ისედაც ბევრი მაქვს : )
ჰო კიდევ იმის მეშინია ეს ნაჯღაბნი არავინ წაიკითხოს : )
წეღან ჩოხელს ვკითხულობდი.. რა ადამიანურობით სავსეა ყველა მისი მოთხრობა, მომწონს ასე უბრალოდ და ლამაზად რომ აღწერს და გადმოსცემს ყველაფერს.. როცა რამეს ვკითხულობ , ვგრძნობ როგორ ვივსები, თუმცა ცოტას ვკითხულობ.
და ახლა , რას ვწერ? არვიცი..
შენ გიყვები ათასგვარ სისულელეს.. ხომ მომისმენ ხოლმე? : ) ზოგჯერ როცა მომინდება რამის თქმა მოგიყვები: ) ნახე როგორ ვჯღაბნი, ისე მოუხერხებლად ვზივარ ლოგინში და ისე მეძინება..
რა ჯიუტი ვარ. ჰო ჯიუტი.. საკუთარ თავს და ბედს მაინც რას ვეჯიუტები.. როცა რაღაც ძალიან მინდა ,სწორედ მაშინ რატომ ვუკრძალავ თავს იმის გაკეთებას.. ეს კრიტიკა?.. არადა სხვისი კრიტიკის როგორ მეშინია: ) მე მიყვარს ისინი და მათი კრიტიკა, სწორიც კი გულს მტკენს. ვერ ვიტან სიტყვებს, ისინი გულს მტკენენ. მე კი რამდენს ვტკენ გულს ჩემი გესლიანი ენით: ) ეგოისტი ვარ, ოღონდ არც ისე ძალიან : ) მართლა..
რატომ მაქვს ისეთი გრძობა თითქოს სხვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მე.. უაზროდ შემიძლია სისულელეს შევწირო თავი , არადა ეს არავის სჭირდება. თუმცა ამას სხვის დასანახად არასდროს ვიზამ : ) ზედმეტად ამაყი ვარ ..
ვერ გაიგებ სად რომელი აზრი იწყება და სად რომელი მთავრდება : ) და ჯობს ვწერო, ბევრი ვწერო , რომ ვისწავლო.. ვხატო , რომ ვისწავლო.. ნახატებიც ხომ ისეთი მაქვს , უთავბოლო, ფიქრებიც, გრძნობებზე საერთოდ არაფერს ვამბობ . როგორმე საკუთარი თავის მართვა უნდა ვისწავლო , ამისთვის ჯერ საკუთარი თავი უნდა გავიცნო. ოღონდ როგორ? ყველას გავუგებ ოღონდ საკუთარ თავს რატომღაც ვერაფერს ვუგებ.......
ისევ.. რგოლები.. ფერადი ბურთები.. ლამაზია ეს ბლიკები მათზე, ლამაზია საღებავის სქელი ფენები, ფერადი, ცივი და თბილი..
მეძინება, ძალიან მეძინება, ვგრძობ ახლა გამოვირთობი . სხეული გამოირთობა, ფიქრები კი ფუსფუსებს, დუღს ჩემში აზრები__ უაზრო, აზრიანი აზრები : ) ერთი.. ორი.. არა! ორი.. ერთი.. ასე სჯობს: ) 21 ხომ ჩემი საყვარელი ციფრია.. 11 21 31 .. 51 61 71 81 91 ...... მიყვარხარ.. ოღონდ არ ვიცი ვინ ხარ....................




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1146 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სამშაბათი, 2024-12-24, 3:04 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024