თუ არ შეხარი სვეტიცხოველს ცაში ატყორცნილს, ვერ ხვდები შატილს რა აწუხებს, რად დუმს ატოცი, თუ სივყარულით არ შეცქერი თეთნულდს და უშბას, თუ მოყვასს გვერდში არ უდგეხარ არ ებრძვი დუშმანს.
თუ არ გაწუხებს რა დღეშია ოშკი და ხანძთა, თუკი მამულის სიყვარულის დაკარგე განცთა, თუ ვერ გაიგე თერგი რად ჰქუხს, რად სდუმს მყინვარი, რატომ დადუმდა წინაპართა სული მყინვარი.
თუ არ კითხულობ ვის ხელშია ბანა და ზარზმა, და ტაოს შველა არასოდეს მოგსვლია აზრად, თუ ვერ გაიგე რას ჩურჩულებს არყი და ვერხვი, და ისე წადი, საკუთარი სათქმელი ვერ თქვი.
გაოცებისგან ერთხელ მაინც თუ არ გაშეშდი, ვერ შეაღწიე ზეცის მზიურ შიკაშკაშეში, ხორცს ვერ იოკებ, ვერა ცხრები, ვერ კმარობ უკმარს, შენთვის ტრაპეზობ, გაჭირვებულს არ უყოფ ლუკმას.
თუ ვერ გაიგე მწუხრის სიო რაზე ქირქილებს, და ერთხელადაც არ შეუტიე ქარის წისქვილებს, თუ ცისფერ ფრთებით ლაჟვარდებში არ გიფრენია, არ შეტყორცნილხარ ისარივით ზეცას გოლიათს.
თუ გული შეგრჩა მთლიანი და გაუბზარავი, და საკუთარი თავის გარდა არ გრწამს არავინ, თუ ტრფობის ცეცხლი ერთხელ მაინც არ გაგჩენია, მაშინ ამ ქვეყნად რას ბოგინობ, რა დაგრჩენია?!
|