შეჩერდი,წამო!სად გარბიხარ,სად გეჩქარება? შეჩერდი,წამო!შენ ხომ უკან არ დაბრუნდები! ,,შეჩერდი,წამო!"-ასე გითხრა ღამე ნათევმა, როდესაც ცაზე გაკიაფდა ტანჯვის ღრუბლები! შენ კი არ გესმის შენი სმენა ხომ დახშულია, ისევ მიდიხარ,მიგაქროლებს დროის მერანი! ჩვენი ცხოვრების მინდორი ხომ დანაღმულია, უმზერს სიკვდილი ყოველ ნაბიჯს ცივი,ვერანი! შეჩერდი-მეთქი,ჩემს სიცოცხლეს წამი აკლდება! წამი მომაკლე,მიკვირს ნუთუ ჩემი მტერი ხარ?! შეჩერდი,საით?ეს ქვეყანა წამით ფასდება, შეჩერდი,წამო!შენ ყველაზე ბედნიერი ხარ!
.......................................................................
ღამით ვზივარ მე სანთელთან მარტო, ფიქრები მღრღნის, '' რა გაწუხებს კარგო''? მე დავკარგე სიყვარული დიდი იმ დროიდან აღარა ვარ მშვიდი,
ეს სანთელი სწრაფად იწვის დნება, მაგრამ ჩემი დარდი აღარ ქრება, ზოგჯერ ნაზად დაუბერავს ქარი გულს ედება სინანულის ცვარი,
რატომ ვდარდობ არის ამის ღირსი? არა ის ხომ უკვე გახდა სხვისი, ასე ვფიქრობ მაგრამ მაინც ვიწვი რომ მიყვარხარ ამას მუდამ ვიტყვი
ვერ ვერევი ამ უდიდეს გრძნობას სხეული კი საცოდავად ბორგავს... ეს წყეული ღამეც მიდის ნელა სულში... გულში... ყველგან ყველგან ბნელა...
|