♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 21 » ...........
1:32 PM
...........


ყველაფერი სიმშვიდით იწყება. ქარიშხალიც კი. მძიმეა სიმშვიდე. ყველაზე მძიმე. ქარიშხალზეც კი.
მშვიდია სამყარო და მე მეშინია. სიმშვიდიდან სიმშვიდემდე ისე შორია.

ხმაური კარგია. დაიკარგები შიგნით და აი ამიტომ.ხმაურში დაკარგულს შეგიძლია მშვიდად იყო. სიმშვიდეში კი არა. როცა ყველა მშვიდადაა თითქოს ვაკუუმში ხარ და შენს სიმშვიდესაც დამალვა უჭირს. უშველებელი სიმშვიდე ნაპრალს ეძებს, რომ გაძვრეს, გაილიოს, დაიწრიტოს. ვერ იპოვის... არავის ეთმობა სიმშვიდე და ამიტომ. აი, მე კი, მიყვარს მასთან განშორება. დიდი ხნით. რაც უფრო დიდ ხანს ვეძებ, მით უფრო მეტს ვპოულობ, ვიგებ, მესმის, ვხვდები. როცა ძალიან მენატრება, სწორედ მაშინ ვარ ყველაზე კარგად. ამას კი მაშინ ვხვდები, როცა მშვიდად ვარ. სიმშვიდეში ვღიზიანდები. სუნი დგას უცნაური. სახელიც კი არა აქვს. მზეზე რომ იფიქრო, ეს სუნი გაქრება?!... მზე კარგია. ისე რა. ძნელია მზეობა. არ მინდა. მაგრამ კარგია ცოტა მზე. ან ცოტათი მზეობაც. წყლიდან ისე ამოდის, სიმშვიდეზე ფიქრი გგონია. ხანდახან ჰო... წყალი სიმშვიდეში ცხოვრობს, როცა მზე მასში იბანება. მზეში მინდა ბანაობა. წამოხვალ? მზეში მშვიდად შეიძლება ბანაობა. მზიდან ჩანს...

ხის ტოტზე რომ იჯდე და მწვერვალზე ოცნებობდე, ჭკვიანი გქვია? ხის ტოტზე თუ ზიხარ, იმაზე იფიქრე, ცოტა ზევით როგორ აცოცდე. თანაც ისე, რომ ფეხი არ დაგიცდეს და ძირს ზღართანი არ მოადინო. ზღართანი კარგი სიტყვაა. ჟღერადი. მომწონს. აი, მე კი, ხის ტოტზე ვზივარ და მწვერვალზე ვოცნებობ. მზიდან კი სიმშვიდე ჩანს და უკვე გული მერევა. ორი ბავშვი ზის. ცოტაა... ორი ბავშვი ძალიან ცოტაა. იმიტომ რომ კარგად ვერ იხმაურებენ და დაჭერობანასაც ვერ ითამაშებენ . მოსაბეზრებელია სულ ერთის დევნა. რამოდენიმე სადევარს რომ ხედავ, უკვე შენში სხვა ჟინი იღვიძებს. ყველა მხრივ ვითარდები. გზა გაქვს ბევრი და გასაქანი. გასაქცევიც ბევრი გაქვს. საფიქრალიც ბევრი გაქვს. ქარიშხალი ხარ. სიმშვიდე სადღაც ილევა და ილექება. გაქრობით ვერ ქრება მთლად. ძალიან ეშმაკია და ბევრი ხრიკები იცის თორემ...

შენამდე სულ სიმშვიდე იყო, მაგრამ სულ ხმაური მეგონა. შენთან სულ ცვალებადობაა და ხმაურს ჰგავს. შიგნით ატეხილ ხმაურს. მაგრამ მშვიდად ვარ ამ ხმაურში. ამ სიმშვიდეს კარგი სუნი აქვს. ნდობის სუნი.ერთნაირობის სუნი. დიდი ხნის ნალოდინების სუნი. სასიამოვნოდ რომ გაჟრჟოლებს ტანში. სიმშვიდის სუნი შემაყვარე თურმე და ამას ვერ ვხვდებოდი. ეს მარტო შენთან, შენით და შენში ვარ ასეთი. სიმშვიდემონატრებული. ისე კი...

ახლა ღამეა. ხვალ რომ გათენდება, ძალიან ბევრ ბავშვს შევაგროვებ და დაჭერობანას ვითამაშებ. მიყვარს დაჭერობანა.




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1099 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-23, 6:29 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024