* * *
ძალიან ბნელა, სიცივეა, სახე ფითრდება, უცნობი ლანდი თავის წარსულზე უნდოდ ფიქრდება, მისი მზერიდან უხეში ნუსხვა ფრთხილად იღვრება დროის კამარა პარაშუტივით სწრაფად იკვრება მობრუნდა ლანდი,უხმოდ შეახო ხელი ზანზალაკს, დაიწკრიალა სამმა ზარმა წამით ბედკრულად, მაშინ სიცივემ შემოხვია ხელი გალავანს და ჩაუქროლა უფრთო ანგელოზს ფარისევლურად. გუშინ იყო და დღესაც არის ეს შემეცნება, რომ გრძელ გზას გავლილს ვერ დაუბრუნებ ძველ იერსახეს, ლანდი ფიქრებში თითქოს ხვდება, რომ ის ქალია; სახეს ემჩნევა უცნაური გადაგვარება, ჩვენი სიცოცხლე ხომ გაფრენილი ერთი წამია, ბოლო წუთს ხდება მოუვალი და უკარება, იმედი ბოლოს დიდი ტანჯვით წამებით კვდება, ადამიანი ასულდგმულებდა პაწიას ბედად, მაგრამ ამ გრძნობას შიში და ძრწოლა ვერ მოერევა, ამ რეთი ციდას ისევ ამ ქვეყნად დარჩენა უნდა. „როცა დახედავს გაყვითლებულ, ავადმყოფ თითებს და ხელს შეახებს დაბერებულ, დაჭმუჭნულ სახეს სახეს, მაშინ მიხვდება, მაშინ მიხვდება, რომ დრო გავიდა. მერე სინათლე გამოჩნდება არც თუ შორიდან, მინის გვირაბი განათდება უცხო სინათლით, სარკეზე ზანტად აირეკლება ზეცის წიაღი." „მერე ჩაქრება სამარადისოდ წრფელი ნათელი, სწრაფად გაქრება ის სხეული ბრძოლის ველიდან. „ნუთუ ასე მალე მთავრდება ჩვენი სიცოცხლე?! დასაბამიდან - დასასრულამდე: „ერთი წამია."
|