♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 1 » ღმერთი და ხელები
12:29 PM
ღმერთი და ხელები

მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი
მას თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად
მყინვარი შანდლად ედგა და მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიჭებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა
რომ ხალხთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.
მის წინ რიგში ფრანგი თუ არაბი
ზანგი თუ ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ
ზოგს ველი არგუნა, ზოგს მთების კალთები,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ცხელი მინდორი.
მაგრამ ამ გრძელ რიგში არ იდგნენ ქართველნი
რიგი და ქართველნი?! საიდან სადაო.
და როდესაც მთლიანად დარიგდა მთა-ბარი
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალო
სად იყო სად გამოჩნდნენ ქართველნი
წარუდგნენ და ჰკითხეს
ჩვენ რა ვქნათ უფალ?!
მიწისა მზომელნი სულს მძლივსღა ღაფავდნენ
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფე.
ვინა ხართ? სადა ხართ აქამდე?!
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე.
ქართველნი გახლავართ, ნაბდები გავშალეთ,
თქვენი სადღეგრძელო თასებით მოვცალეთ
და დაგვაგვიანდა, ჰე ღმერთო მოწყალე,
ნურას სწუხართ ჩვენ არას გემდურით,
მხოლოდ მოგვიცალეთ ეს ერთი ფიალა.
ანდებად, ალპებად და კავკასიონის ქედებად
აიწვნენ წარბები შეკრულნი.
სად დაგაბინავოთ ასეთი ლამაზნი, მამაცნი, ეთგულნი.
სულ ყველა გავეცი ბილიკი ჭიუხის,
ჩემთვის მოვიტოვე პატარა წალკოტი
საჩემოდ ღვთიური ქედებით ვამკობდი
და რადგან ამ ქვეყნად სხვა მიწის ნამცეციც არ არის,
ეგ ედემი თქვენთვის დამითმია, დე იყოს ალალი.
მე კი ზეცაში ვიცხოვრებ.
ასე წავიდა ყფალი ცათა შინა
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი.
ჰოდა საქართველოს რა არ გააჩნია,
ჰქუხს მისი სიტურფის და სიუხვის ამბავი.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1320 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:11 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 63
სტუმარი: 63
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024