მთავარი » 2010 » აპრილი » 1 » .....
|
მე მოვედი და მოვიტანე სურნელი ქალის, ტრფობით და ვნებით ავსებული შლეგი სხეული, მზედაკრულ მკერდზე აბურცული საკოცნი ხალი და ლტოლვა,ლტოლვა მამრისაკენ მდედრისეული.
შენ მოხვედი და ჩამიქსოვე სულში ტკივილი, ყველა იმედი დამიკოცნე სუსხიან ბაგით, შემომახვიე მარტოობის ცივი კივილი და ეხლა ასე უსასოო,შილიფი კაბით
ვდგევარ სფინქსის წინ,მუხლმოყრილი,როგორც მეძავი, უტყვ პირამიდებს საშუაღამო ელვა ანათებს, შენზე ფიქრები სიძულვილის კარებს ლეწავენ და ცხელ ქვიშაში აგორებენ ბედის კამათელს.
შაში... დუშაში... უეჭველად აზარტიც მოვა, სპილოსძვლისფერი დათამაშებს თითების ჩრდილში, მე მოვედი და მოვიტანე ალერსის თოვა, შენ მოხვედი და მომიტანე წაგების შიში..
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1152 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 62 სტუმარი: 62 მომხმარებელი: 0 |
|
|