♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 1 » ჩუ ქართველო
12:30 PM
ჩუ ქართველო


ჩუ! ქართველო ბედნიერო,
ნუ ამბობ მამული მიყვარს,
როგორ უნდა დაგიჯერო,
რომ ძმის სისხლით ხელი გიყარს.
მეორედ ჩუ! შენ, ძმის მტერო,
„ქრისტიანი ვარ" ნუ ამბობ.
როგორ უნდა დაგიჯერო,
როცა ჭეშმარიტებას ჰგმობ?
მაშ, ისევ ჩუ, რჯულის მტერო!
ნუ ამბობ, რომ ჭკვიანი ხარ!
როგორ უნდა დაგიჯერო,
როს ყელამდე სისხლში ზიხარ?
კიდევ გეტყვი: ჩუ , ოხერო,
„მამაცი ვარ"! ნუ იძახი:
როგორ უნდა დაგიჯერო,
როცა ტყავს გაძრობს მათრახი.
ჩუ, ჩუ და ჩუ, მშვენიერო,
ნუ ამბობ: „ვარ მე ლამაზი!"
როგორ უნდა დაგიჯერო:
სახეზედ გაქვს შურის ხაზი!!!
ეჰ, ქართველო, კაცის ჩერო,
ქართლი შენგან არას ელის,
და მაშ როგორ დაგიჯერო,
რომ შვილი ხარ შენ ქართველის.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1176 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:07 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 71
სტუმარი: 71
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024