♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 1 » შოთა რუსთაველი
5:44 PM
შოთა რუსთაველი


შოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველმა და მისმა პოემამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს ქართველი ხალხის სულიერ ცხოვრებაზე. წინათ, "ვეფხისტყაოსანითაც„ იბოძებოდა ქალ-ვაჟის ღირსება, ოჯაზისა და გვარის სახელი. ამის დასტურია ხალხური ლექსი:
„ქალი მყავდა მშვენიერი,
თავმორთული, კაოსანი,
გავათხოვე, გავატანე
შოთას "ვეფხისტყაოსანი"
ქართველმა ხალხმა შეითვისა და გაითავისა პოემა. ძნელბედობის ჟამს, ბრძოლასა და ქარცეცხლში იებით თან დაჰქონდათ, ხოლო, როდსაც მტერს მოსპობა დაუპირა , ქმნილებას ზეპირად სწავლობდა, რათა შთამომავლობისათვის გადაეცა. მასზე ზრდიდნენ შვილებს, თუმცა ზოგიერთმა წერა-კითხვაც კი არ იცოდა. „ვეფხისტყაოსანი იყო მათი ცოდნისა და განათლების საზომი. ოჯახში ხმამაღლაც კი კითხულობდნენ პოემის სტროფებს, იმეორებდნენ ჭირსა და ლხინში, მეფე-პოეტმა არჩილმა (1647-1713) თითქოს რუსთაველის
სიტყვებით თქვა:
„საქართველო სავსე არი, ჩემი წიგნი ყველგან გაჰქუხს
ვის ლხინი აქვს, მას უბნობენ, ანუ გული ვისაც უსწუხს."
ხოლო დიდებული მგოსანი აკაკი წერეთელი ხალხში გაგონილ ასეთ ამბავს იგონებს: „ ერთმა გამოჩენილმა,
სახელგანთქმულმა რაინდმა-ქველმა წერეთელმა სთხოვა ქალი არგვეთის თავადს, მორჭმულს და სახელოვან კაცს.იგი სასიძოს წერს რომ არ ჰქონდა მას ძნელბედობის ჟამს გამაგრებული ციხე,არც მონასტერი ცოცხლის სალოცავად, არც ვეფხისტყაოსანი. სასიძომ გულნატკენმა კი მას წერილით უპასუხა რომ სანამ ცოცხალი იყო არ სჭირდებოდა გამაგრებული ციხე, არც მონასტერი რადგან სამშობლოს ყოველიადგილი სასურველი იყო.
აი რაც შეეხებოდა „ვეფხისტყაოსანს„ არ ჰქონდა და იმასაც უეჭველად შეიძენდა. შ. რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი„ საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცის სულიერი საზრდო იყო. აქ ერთმანეთს დაემთხვა დიდი პოეტის ესთეტიკური იდეები და ერის სულიერი მოსწრაფებანი, ამან მოუპოვა „ვეფხისტყაოსანს„ იშვიათი პოპულარობა,ხოლო მის ავტორს უდიდესი სიყვარული და პატივისცემა. ამიტომაც იგი არა მარტო ქართველი ერის სიმდიდრეა, არამედ მსოფლიო კულტური უდიდესი საგანძურიც.

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 2186 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:24 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 50
სტუმარი: 50
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024