♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 1 » მოთხრობა
5:32 PM
მოთხრობა

მოთხრობა პროზაული ნაწარმოებია.მასში მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები მონაწილეობენ.მოთხრობაში შეიძლება
გადმოცემული იყოს არა ერთი,არამედ რამდენიმე სხვადასხვა დროს მომხდარი ამბავი.ზღაპრისაგან განსხვავებით,ხშირად მოთხრობაში გადმოცემული ამბავი ძალიან ჰგავს რეალურს.შეიძლება მწერალმა მოთხრობის დასაწერად გამოიყენოს ნამდვილი ამბავი,რომელსაც რაღაც ეპიზოდებს დაუმატებს ან ჩამოაშორებს.მოთხრობის გმირი ნამდვილად არსებული ადამიანიც შეიძლება იყოს,რომელსაც მწერალი თავისი მიზნების მიხედვით მიაწერს ხასიათის სხვა თვისებებსაც და მოიგონებს ამბავს,რომელიც ამ ადამიანს სინამდვილეში არასოდეს შემთხვევია,მაგრამ მისი ხასიათიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე,შეიძლება
შემთხვეოდა.
მოთხრობასაც,ისევე როგორც ზღაპარს,თხრობის გარკვეული სქემა აქვს.მოთხრობაში მოცემულია საწყისი სიტუაცია,შემდეგ
გარდამტეხი მომენტი,ანუ სიტუაციის ცვლილება,სადაც მოქმედების კვანძი იკვრება,შემდეგ –მოქმედების განვითარება,კვანძის გახსნა და ფინალი,ანუ საბოლოო სიტუაცია.რა თქმა უნდა,ყველა მოთხრობა ზუსტად არ ემორჩილება თხრობის ამ სქემას.ზოგჯერ ავტორი მკაცრად იცავს ქრონოლოგიას,ზოგჯერ კი — არა.ქრონოლოგია ამბებისა და მოვლენების დროში თანმიმდევრობაა.
შესაძლოა ამბავიცა და პერსონაჟებიც თავიდან ბოლომდე მწერალმა გამოიგონოს,მაგრამ მოქმედების ადგილი და ეპოქა რეალუ-
რი იყოს.ანუ მოთხრობაში შესაძლებელია დროისა და ადგილისათვის დამახასიათებელი ნიშნების პოვნა.მათი დახმარებით მკითხველი შეიცნობს მოთხრობაში მიმდინარე მოქმედების დროსა და ადგილს,როდესაც ავტორი რაიმე ამბავს მოგვითხრობს,იმისათვის რომ შთამბეჭდავად გადმოსცეს სათქმელი,ნათელი წარმოდგენა შეუქმნას მკითხველს თხრობის საგანზე,ხშირად აგვიღწერს ხოლმე პერსონაჟების გარეგნობასაც:როგორ გამოიყურებიან ისინი,რა აცვიათ და ა.შ. პერსონაჟის ანუ მოქმედი პირის ტანსაცმლის,გარეგნობის,მოძრაობებისა და გამომეტყველების აღწერა ქმნის პორტრეტს.მწერლები ზოგჯერ დაწვრილებით აღწერენ პერსონაჟების პორტრეტებს,ზოგჯერ კი ძუნწად,მაგრამ როგორც წესი თითქმის ყველა პროზაულ ნაწარმოებში ვხვდებით პერსონაჟის პორტრეტს.როგორც რეალური ადამიანები,ასევე ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.მათ სხვადასხვა თვისებები აქვთ.როდესაც ამბავს გვიყვება,ავტორი,პერსონაჟის პორტრეტის გარ-
და,მის ხასიათსაც ქმნის.ხასიათი თვისებების ერთობლიობაა.ზოგჯერ ეს თვისებები პერსონაჟის გარეგნობაშივე იჩენს ხოლმე თავს.ხანდახან ხასიათის თვისებებს მწერალი პირდაპირ ჩამოთვლის,ხან კი ესა თუ ის
თვისება პერსონაჟის საქციელში ვლინდება.ავტორი იგონებს და აღწერს სხვადასხვანაირ სიტუაციას,დაბრკოლებებს,რომლებიც უნდა გადალახოს პერსონაჟმა.ამ დროს უკეთ ვლინდება მისი ხასიათის თვისებები.პერსონაჟის ხასიათის თვისებები კარგად ჩანს დიალოგშიც. რაც უფრო სრულად,დამაჯერებლად წარმოაჩენს ავტორი პერსონაჟის
ხასიათს,მით უფრო კარგი მწერალია იგი.

კ ო ნ ფ ლ ი ქ ტ ი
როგორც ცხოვრებაში,ასევე ლიტერატურულ ნაწარმოებში პერსონაჟებს შორის უთანხმოება ანუ კონფლიქტი ხდება,რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს.კონფლიქტი,ძირითადად განსხვავებული ხასიათებისა და შეხედულებების გამო იწყება და ზოგჯერ ტრაგიკულადაც მთავრდება.რაც უფრო განსხვავებულია პერსონაჟების ხასიათები და შეხედულებები მით უფრო ღრმა და მძაფრია მათ შორის კონფლიქტი. ხშირად კონფლიქტის საფუძველს გარემოებები ქმნის.ასეთია რელიგიური და ეროვნებების
შორის კონფლიქტები და მათში უფრო მეტი ადამიანია ჩართული.


უ რ თ ი ე რ თ ო ბა
ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა,ანუ კომუნიკაცია ესაჭიროებათ.ურთიერთობა შეუძლებელია,თუ ადამიანებმა ერთმანეთ-
ში ინფორმაცია არ გაცვალეს.ინფორმაციის მიღება და გაცვლა სხვადასხვა საშუალებით ხდება,უპირველეს ყოვლისა კი მეტყველებით.





უძველესი წიგნები
ადამიანები წერას,როგორც ინფორმაციის შენახვისა და გა-
დაცემის საშუალებას,ჯერ კიდევ ძველ შუამდინარეთში იყენებდნენ.იმ
დროს შექმნილი მრავალი წიგნი ახლაც ინახება სხვადასხვა მუზეუმში,
მაგრამ ისინი თანამედროვე წიგნებისაგან გარეგნულად საკმაოდ გან-
სხვავდება:უძველესი წიგნები თიხის სველ ფირფიტებზე იკაწრებოდა,
მერე ამ ფირფიტებს აშრობდნენ.ასე რომ,ძველ შუამდინარეთში შექმნი-
ლი პატარა წერილიც კი საკმაოდ მძიმე იყო.ეგვიპტეში საწერ მასალად
პაპირუსს იყენებდნენ.ძველად პაპირუსის გარდა ცხოვილის ტყავისაგან
დამზადებულ პერგამენტსაც იყენებდნენ.მაგრამ 105 წელს ჩინელებმა
ქაღალდი გამოიგონეს,თუმცა საიდუმლოდ ინახავდნენ.
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1273 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 12:58 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 24
სტუმარი: 24
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024