ჩემი სოფელი ხელისგულივით გაშლილა სოფელი მთათა შორის; სამხრეთით ტყეა აშლილი, ჩრდილოეთით კი – გორი. და მთიდან ჩუხჩუხ—რაკრაკით მოხტის რუ – ფირუსთვალა, მზის ოქროსსიმებნაქარგი სოფელს ხალისით რკალავს. ფესვს ულბობს ჭადარს გათანგულს, ახარებს ბაღს და ედემს; ყველას - მწყურვალს თუ დასიცხულს ასმევს საამო წვეთებს. სოფელში მოჩანს ზვინები, თან ღელავს მწიფე ყანა; ვეება კომბაინები ზღვად გასულ გემებს გვანან. უკიდეგანო ყანაა, მიცურავს კომბაინი; მისი მესაჭე მამაა, აღვსილი შრომის ჟინით. მეც,როცა დიდი გავხდები, რაც მსურს,ქვეყანას მოვფენ: მამაჩემის კვალს გავყვები, შრომით ვადიდებ სოფელს.
|