მთავარი » 2010 » აპრილი » 1 » ფიქრები ..
|
დიდი ხანია აღარ დამიწერია.. ამბობენ როცა ძალიან ცუდად ხარ.. ან კარგად.. მაშინ გეწერინებაო. აი მე კი .. მე როგორ ვარ? დეფისივით შუაში ვწერივარ .. და ვდგავარ გაშეშებული.. ლერწამივით ქარი ხან იქით გადამხრის და წყლულებს გამიჩენს.. ხან სახეს ღიმილს მოჰგვრის და მეალერსება.. ამიტომ მეშინია ქარის.. არ მიყავრს ქარი .. მკაცრია და გულცივი .. როდის ამოვა მზე ჩემს ცაზე?
...
რა ფერია ცა ? ამ კითხვას ხშირად ვუსვამ ხოლმე ადამიანებს.. ყველა ინდივიდუალურ პასუხს მცემს.. ზოგს უკვირს, ზოგს რაღაც ღრმა კითხვა ჰგონია.. და იმდენი ხანი ფიქრობს ავიწყდება პასუხი.. ისეთებიც არსებობენ არ ვიციო, რომ მპასუხობენ მხრების აჩეჩვით.. არიან ისეთი ადამიანები ცისთვის არასოდეს, რომ არ შეუხედავთ, ისინი მაშინვე მპასუხობენ.. „ახლავე გეტყვი აბა ავხედო .. „ ის კი არ იციან, ცას რომ მათი სულის ფერი აქვს.. და სულს ახედვა კი არა ჩახედვა რომ უნდა.. მე ჩემი მეათე ცა მაქვს.. მზეს ველოდები(თ).. ახლა შენ გეკითხები რა ფერია ცა?
...
ვიხრჩობი .. მწყურია წყალი.. უანგაროდ გაღებული ერთი ჭიქა ..
...
მე გამოვიგონე ჩემი სამყარო.. იდეალური მეგონა.. თუმცა აღმოვაჩნე რომ შენს გარეშე იდეალური ვერ იქნება.. არადა ჯიუტად არ მინდა შემოხვიდე.. გული მიგრძნობს გააპუჭებ.. არა უფრო შეეცდები ჩემს სამყაროში არსებული საგენბის ამოხსნას.. მერე დაშლას ნაწილებად, რომ უკეთ მოვიდეს შენამდე.. მე კი გიღიმი და გეუბნები .. რომ არ ამომხსნა.. არ მინდა.. იცოდე გავიქცევი .. ვითომ ვხუმრობ.. არადა.. სულ მივრბივარ.. შენ კი არ ჩერდები.. მეწევი.. მხსნი.. მშლი ნაწილებად და მაწყობ.. ვგდავარ შენს წინაშე თვალებდახრილი.. და ვჩურჩულებ : გა მი გე.. გა მი გე.. სიტყვას ვმარცვლავ და ლოცვასავით ვიმეროებ.. უფალო მომეცი ძალა დავრჩე .. უფალო .. გა მი გოს.. გა მი გოს .. შენ კი ისევ არ იშლი შენსას.. ხელს გადებ მკერდზე.. მესმის როგორ გიცემს გული.. შენი გულის ცემა მესმის.. ჩემსას ვუწყობ.. ვცდილობ შენც გაგრძნობინო.. მაგრამ შენ არ გინდა.. უკან დგავ ნაბიჯს.. ჩემი სამყარო იდეალური არაა.. შენ აკლიხარ.. თუმცა შენ.. გადის დრო.. დღე ცვლის ღამეს.. დგახარ და ისე მიყურებ.. საგამოცდო რვეულს რომ მისჩერებიან მოსწავლეები და უცნობ ამოცანებს კითხულობენ .. მე კი გავრბივარ .. ნეტა როდის გახდება ჩემი სამყარო იდეალური ?
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1412 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 63 სტუმარი: 63 მომხმარებელი: 0 |
|
|