♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 17 » ............
11:14 PM
............


გზაზე დამეწია... ხელი გადამხვია
თმები ამიწეწა ძალზე
ქუდი წამართვა და ქარს გაატანა
ზეცა დამახურა თავზე..
მკერდში ჩამიკრა და ბაგე დამიკოცნა
ცრემლი მომადინა თვალზე
მერე სველი ხელი წელზე მომხვია და
კაბა მომიტმასნა ტანზე
შენ არ გამებუტო ჩემო ძვირფასო
წვიმა დამეწია გზაზე..

.........................................


შენ ახლა შორი ხარ...
შორი და უჩემო...
აქ...
ჩემთან...
ოთახში კვლავ ჩუმად დადიან...
არ მინდა,
რომ ვინმეს ტკივილი ვუჩვენო,
ასე ვარ,
როდესაც ტკივილი ნაღდია.
დღეს ისევ მარტო ვარ,
გთხოვ,
ხელი მომკიდე,
ვგრძნობ,
შენი სითბოა,
რომ მოდის შორიდან...
და თუ ვერ შეძელი,
რომ თვითონ მოხვიდე,
მოვკვდები და ჩემს ხელს მე თვითონ მოგიტან..

.................................................




დღეს ჩემი არყოფნა იწყება აქედან,
დავგლიჯე სულ ყველა ნიღაბი მასხარის,
წუხელ შუაღამით ცამ მიწას დახედა
და მიხვდა -
სიცოცხლეს ჰქონია საზღვარი.

მე უნდა დაგტოვოთ,
ძნელია ატანა
ჩემი და გშორდებით,
თუ შეძლებთ გამიგეთ,
ვხედავ,
რომ მიწაზე დამჯდარა სატანა
და ადამიანებს ჭკუასაც არიგებს.

ატანა-სატანა,
სული
და
გული
და
კიდევ რამდენია,
რაც ყელში ამოდის,
მომბეზრდა ყოველდღის დაწყება ნულიდან,
ჰოდა,
გაიხილე სიკვდილო,
გამოდი.

მორჩა და გათავდა,
ეს არი,
რაც არი,
იქითაც,
აქეთაც,
ცხოვრება მისია,
უჩემო სიცოცხლეს აყარეთ ნაცარი,
მე მაინც ამქვეყნად ვიყავი ნისიად.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 9:23 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 19
სტუმარი: 19
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024