შენ როცა მყევხარ რად მინდა შუქი?! შენი თვალების სინათლე კმარა. შენ როცა მყევხარ, ავდარი მუქი გასხივოსნებულ იქცევა დარად.
შენ როცა მყევხარ, უგონო იმედს კვლავ ემატება იმედი ცხრათვალა, შენ როცა მყევხარ, მტკიცე ვარ მუდამ როგორც მეტეხი და ნარიყალა.
შენ როცა მყევხარ, ვარ ისე წმინდა ვით გარიჟრაჟზე დილა დამდგარა. შენ როცა მყევხარ, ვარ თითქოს ბავშვი შენგან მიძღვნილი ბედის ამარა.
შენ როცა მყევხარ ჩერდება ჟამი და გვმოსავს უფლის წმინდა სუდარა. შენ როცა მყევხარ?! შენ უნდა მყავდე! ისმინე ჩემი ფიცი...მუდარა!
|