♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 17 » ...............
11:16 PM
...............

საულვაშეზე გაუჩნდებათ ღინღლი და მალე
საიალაღოდ გაიწევენ როგორც ხარები,
დედის ნაფერებ, ნაალერსებ, ცეცხლიან თვალებს
სხვისი უბისკენ გააპარებენ..
გალაღდებიან და სხეულში იფეთქებს ჯიში,
თითქოსდა მართლა უნახესო ცას გასაღები,
მამისგან ნასწავლ სადღეგრძელოს ტოლებთან ლხინში
თვის ნათქვამად გაასაღებენ.
არ იკითხავენ რა აწუხებს, რა ულხინს ოჯახს,
მათი გაფრენიით ვინ იხარა ან ვინ ეწამა...
დაიკოს ნატიფ თეთრ ხელებით დავარცხნილ ქოჩორს
სხვას მიუშვერენ გასაწეწავად..
ნათელ თვალებზე დაუტოვებს ნაკვალევს წლები,
თუმცა თვალები არასოდს არ ხუნდებიან..
და ბოლოს მაინც ნაომარნი დაღლილნი გზებით
მშობელ კერაზე დაბრუნდებიან..
აღარ დახვდებათ აღარც დედა და აღარც მამა..
და ბალღებივით ყრუ ქვითინი აუვარდებათ,
მაგრად დაგმანულ ცივ ფანჯრებზე
შხამად თუ წამლად იკანკალებენ შავი ფარდები..
მხრებს ჩამოყრიან, როგორც ქარით დალეწილ რტოებს,
დანამულ თვალებს შეავლებენ ეზოს ცარიელს..
ისევ იტყვიან მამის ნათქვამ სადღეგრძელოებს
და დედას ისევ ცოცხალივით დაიფიცებენ...

...............................................................




ყრმობის გალიაში
ჩიტივით ჩაკეტილი,
ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდან, -
დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი,
შუბლზე მაკოცა და... წავიდა...

ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი
ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა, -
ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი,
თავი დამიკრა და... წავიდა...

ზეცა ჩამომექცა დარდის დარად,
არადა, შეცოდება არ მინდა,
სიმღერის გაკვეთილი წვიმამ ჩამიტარა,
გაშალა ქოლგა და... წავიდა...

ტირიფი იყო მორებად დაჩეხილი,
რეკდა მწუხარების ზარი და
ტირიფმა ჩამიტარა ტირილის გაკვეთილი,
თვალი ჩამიკრა და... წავიდა...

იყო სიტყვა შენი წუთით აღკვეთილი,
მაინც მამხნევებდნენ მაღლიდან, -
სიცოცხლემ ჩამიტარა
სიკვდილის გაკვეთილი,
გული მატკინა და... წავიდა...

..................................................


ასე ყოფილა დღემდე და ასე იქნება ხვალ,
შენ სხვათა დამწუნებელი სხვის დასაწუნი ხარ..
გაუკვირდება იცოდე, დაბლა კაცს, მაღლა ღმერთს,
რომ მთელი შენისიცოცხლე, გული დაუთმე ერთს..
ვინ დაგიჯერებს ნაღველი თუ გავიზარდე მტრად,
და სიყვარულის საბელი ვათრიე საით-სად,
ვერ ვიშოვიდი მე განა, სადმე ერთ საწყალ ქმარს,
მე შევხვდი იქნებ აუხდენ ოცნების ტოლს და ცალს,
მაგრამ გული ვერ გავუხსენ, როგორც წვიმიან ცას.
ასე ყოფილა დღემდე და ასე იქნება კვლავ
შენ სხვისი ჯავრი დაგდევს და სხვას შენი ჯავრი ჰკლავს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1242 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 1:43 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 30
სტუმარი: 30
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024