მის არამიწიერ მომხიბვლელობაზე ლეგენდები დადიოდა. მისი ქალური მაგნიტიზმი ყველას იზიდავდა – ქალსაც და კაცსაც, მიუხედავად იმისა, იყვნენ მისი თაყვანისმცემლები თუ არა... ალბათ, საქმე მის გარეგნობაში კი არ იყო, არამედ მის სულიერ სილამაზეში. მას ძალიან ხშირად ადარებდნენ ჯადოსნურ ფერიას.
მედეა ჯაფარიძე ... პირველივე როლმა ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმ „ქეთო და კოტეში" დაატყვევა მაყურებელი. ან და როგორ არ უნდა მონუსხულიყავი მისი მომხიბვლელობით, ის ხომ ღმერთმა დააჯილდოვა შეუდარებელი სილამაზით, ქალურობით, გულისხმიერებით და სიკეთით.
როგორც ამბობენ მედეა ჯაფარიძის დედა – ვერიჩკა საკმაოდ განათლებული და ნაკითხი ქალი ყოფილა; «ვეფხისტყაოსანი» ზეპირად იცოდაო და იმასაც დასძენდნენ, რომ სილამაზით მედეას არ ჩამოუვარდებოდა. ვერიჩკას ძალიან უყვარდა ერთადერთი ქალიშვილი, მას აღმერთებდა და წარმოუდგენლად ანებივრებდა.
..................................................
|