♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 5 » ..................
8:48 AM
..................


ეტყობა, უცებ დაბერდა დედა,
თვალსა და წნევას ერთად უჩივის...
თვალით კი არა, ის გულით ხედავს,
რომ მეც თანდათან გავხდი გულჩვილი.
რომ მონატრების გამიჩნდა სევდა,
როგორც ჭაღარა თმაში თანდათან...
და, რადგან უცებ დაბერდა დედა,
ვატყობ, რაღაცა ჩემშიც დამთავრდა...

............................................................

ლოცვით გავიკვლევ, უშენობით ნაჩვევ ბილიკებს,
და მოფერებით ვანუგეშებ მტირალ ტირიფებს...
როგორ განვიცდი შენ, რომ უკვე სხვაზე იფიქრე ...
მაგრამ არ ფიქრობ, რომ ჩემსავით სხვა ვერ მიგიღებს..

მომენატერბი და უშენოდ მე ბევრს ვიტირებ,
მერე კი ლოცვით მოვიოხებ ამ დიდ ტკივილებს
გახსოვს, მკითხე რა ატირებსო ნეტავ ტირიფებს,
მე რასაც მივხვდი ნუთუ მართლა შენც ის იფიქრე...

მართლა მიდიხარ? ძალიან გთხოვ გადაიფიქრე.......
ხომ კარგად იცი რომ ვერასდროს ვერ დაგივიწყებ.....

.....................................................................


ქუჩას მივუყვები გულდამძიმებული,
ვიღაც მიღიმის და ვიღაც მესალმება.
მე კი ჩემს გრძნობებში აწურული,
შენი უხმო ლანდი მენატრება....
ამდენ სიამაყეს რისთვის ვთამაშობდი,
ვდარდობ და დარდზე დარდი მემატება.
მაშინ რომ შენ ალერს გავურბოდი,
დღეს შენი გაბრაზებაც მენატრება...
ჰოი რა დღეები გაფრენილან
ვნანობ და ჩემი თავი მენანება,
შენი ალერსი მენატრება...
მაინც არ გეძახი ისევ ამაყი ვარ,
წლები კი რა უაზროდ მეფანტება.
ისე დავიღალე მარტოობით
შენი მონატრებაც მენატრება.

.........................................................

წამოდი მეცეკვე,წამოდი
ნუ გხედავ სევდისგან გამომთვრალს
გვიყუროს ქუჩამ და ქვეყანამ
წამოდი მეცეკვე რა მოხდა?!
არ მინდა ვარდი და ხელმკლავი
ამბორიც არ მინდა თითებზე
წამოდი უბრალოდ მეცეკვე
მუსიკა წართმეულ სიტყვებზე.
არ ვტირი ,ეს წვიმამ დანამა
ღაწვი და გალუმპა წამწამნი
წამოდი ვიცეკვოთ...არ იცი?
-დილამდე როგორმე გასწავლი.
აღარ ღირს წუხილი იმაზე
რომ ვეღარ ვიპოვეთ აკორდი
გაჩუმდი,ნუ მეტყვი ნურაფერს
წამოდი ვიცეკვოთ,წამოდი...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1095 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-11-28, 1:03 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024