♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 5 » ....................
8:38 AM
....................


არ მინდა დაგკარგო და მერე მივხვდე,რომ
შენს მზერას შეეძლო ჩემი მზეც ეხილა...
და თუკი ტკივილი არის დღეს საჭირო
მტკივა ვთქვა ჯობია ვიდრე ვთქვა-მეტკინა!
არ მინდა წახვიდე და მერე აღმოჩნდეს, რომ შენს სუნს მივტირი აშლილი ქარივით...
შეგრძნება არ მინდა ვიწვნიო სიშორის
ძაძებში გახვეულ იმ ქვრივი ქალივით!
არ მინდა გაქრეს და მერე კვლავ აღმოჩნდეს,
რომ შენთან დღეს ერქვა -დღე ლურჯი ზღაპრების...
დარჩი და ბოლომდე მიმიშვი შენს სულთან
და ვნახოთ ერთმანეთს სადამდე გავყვებით!
დღეს ვხვდები შეეძლო ჩემს ფიქრს და ოცნებას
დარბის და ერბინა...ტირის და ეტირა... არ მინდა წახვიდე...ამტკივდი თუკი გსურს,
რომ არ ვთქვა , რომ არ ვთქვა, რომ არ ვთქვა
მე ტკი ნა!

................................................................................


კვლავ, დაიწყება დამქანცველი თავის მართლება,
რომ ვერ გხიბლავენ სიტყვები და ხშირად აზრებიც.
მე უშენობის ამნეზია დამემართება....
და ძველებურად, თბილად ვეღარ "გაგიბრაზდები".

ვერაფერს დავწერ არ მექნება რადგან სათქმელი,
სამაგიეროდ სხვას მივუძღვნი სტროფებს უბელოს...
შენც აღარ მეტყვი: "მე უთუოდ აქვე მოგელი,
თუნდაც, ხვალ თბილისს ქარბორბალამ გადაურბინოს".

ახლა კი, სანამ შენი თავი მეიმედება,
ამ ერთხელ კიდევ, ძველ სიყვარულს ნუ დამამადლი....
და როცა წახვალ, მე თუ გულზე ხელი მედება
გთხოვ, ნუ იდარდებ ამაზე და შენ მაინც წადი.....

მერეც, ნელნელა უხალისოდ გავა ცხოვრება,
რადგან გადაღლა გულგრილობის გრძნობას ამართლებს.
ჩვენ დავიწყებას ვეცდებით და გვემახსოვრება,
რომ ერთმანეთის არაფერი სულაც არ გვმართებს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1091 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-25, 3:53 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024