♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 5 » ....................
9:05 PM
....................

 
დღე, დღეს მისდევს 
ღამე, ღამეს, ფიქრი, ფიქრს 
და წამი წამს. 
თვალზე ცრემლი მომადგება 

ფიქრი შენსკენ წამიყვანს, 
ღმერთს ვავედრებ ჩვენს სიყვარულს, 
გული ჩუმად ატირდა, 
ამ სიყვარულს გეფიცები 

მე შენს მეტი არვინ მყავს, 
ჩუმად ისევ მოვალ შენთან 
სიზმრრად გეტყვი მიყვარხარ 
მერე ჩუმად გაგეცლები. 

და შენ მე ვეღარ მნახავ 
ვიცი ალბათ ოდეს გნახავ, 
ოდეს ისევ შევხვდებით, 
შენ კი გვერძე ჩამიქრომებ. 

და არც კი შეჩერდები 
რადგან შენს გულს 
სულ სხვა უყვარს და 
უკვე სულ სხვას ეტრფი 

მე კი შენ არც გახსოვარ 
და აღარც გესიზმრები..

..................................................

 
აქ ხარ ვიცი...
აქ ხარ და ჩემი გესმის ისიც ვიცი...
გული გაჩერდა...და წამები ფეთქავს მხოლოდ
რადგან ვიცი მე და შენ ვართ დღეს აქ... მხოლოდ...

ხელს მკიდებ...და ვკრთები
რომ მეხება გაყინულზე შენი თბილი ხელი
მონატრება მიდის ...მაგრამ ღიად ტოვებს კარებს
მეც ამ შიშით ვხუჭავ ...კვლავ დანამულ თვალებს

მუსიკა ჩაირთო ...მელოდია ისმის მხოლოდ
და დაწყება მიმაჩნია...დამთავრებულ ბოლოდ
შენ გადადგამ პირველ ნაბიჯს...გაიყოლებ ჩემსას,
ამ ცივ ღამეს...მთვარის შუქზე უკვე ორი ცეკვავს.

დრო დაგრძელდა...საუკუნოდ მეჩვენება მე ეს "წამი"
შენს მკერდზე კი მიყრდნობილა თითქოს მისით...ჩემი თავი
მეალერსები...და გაყინულს მათბობ სრულიად
მე კი სევდით... გიჩურჩულებ "რად არ მოდი რად?"

რითმი მატულობს...და მუსიკაც უფრო ჟღერდება
საბედნიეროდ...ან იქნებ სამწუხაროდ გაჩერებას ვერ ხვდება
თავს მაწევინებ, და მეც ვდნები შენს უძირო გამოხედვაში,
პირველ კოცნას მივეცემი სულელი და გულუბრყვილო ბავშვი.

ცეკვას ვაგრძელებთ.. შენ კი უდარდელად ცეკვავ... მგონია
ჩემ სახელს რომ შენი მივუმატოთ ნეტა რისი ტოლია?
ფიქრებში ვარ და ვერ ვარჩევ ირგვლივ ღამის ნაცნობ ფერებს...
შეწყდა ხმა და გავიყინე...უცაბედად...მიშვებ ხელებს

მე კი ისევ მარტო ვრჩები, იმ იმედებით რომ ისევ მოხვალ,
ისევ ვიცეკვებთ და ისევ დავიღვრები ერთ უსაზღვრო კოცნად,
მონატრებას ენაცვლები... დამინამავ თვალებს...
როცა წახვალ გაიხურავ იმ გაღებულ კარებს...

დამწუხრებულს კი.... დაწყება მიმაჩნია უკვე ბოლოდ...
საბედნიეროდ.. ან იქნებ სამწუხაროდ ეს ხომ ოცნებაა მხოლოდ

..........................................................................................

 
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ, 
ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე? 
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,
ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,
ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი, 
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,
მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ
ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ ...

...................................................................................

 
თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ 
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს 
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები, 
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?! 
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ! 
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია! 
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ 
ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?! 
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია, 
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია 
გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია 
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1154 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-25, 4:21 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024