♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 5 » .............
8:45 AM
.............


შენც თუ გარგუნა ბედმა ჩემი ცხედრის ხლება და
თუკი შენს თვალწინ მიწად მექცა ხორცი და ძვალი,
შენც გაიმეტო ეგებ მაშინ მოწყალება და
ჩემი საბრალო ლექსებისკენ გაგექცეს თვალი.

და მაშინ ნახავ, რომ არ ვგავარ მე ისეთ მგოსნებს,
ვინც ჟამთასვლაში მედიდური სიტყვით ეჩრება,
რომ ჩემი ლექსი მხოლოდ ლამაზ სიყვარულს მოსდევს
და შენს სიცოცხლეს სამუდამო გრძნობით შერჩება.

და, ალბათ, მაშინ შენ ჩემს ნათქვამს აზრსაც გაუგებ,
თუმცა კი იტყვი - `ვერ შესწვდაო სრულყოფილებას~ -
და თუ შენს ხსოვნას მე საკადრის ძეგლს ვერ ავუგებ,
არც სხვაზე ნაკლებს დავამადლებ კალმის ქმნილებას.

მე რომ მოვკვდები, სხვისი ლექსით დატკბე ეგება,
ჩემთან კი მხოლოდ სიყვარული შეგეგებება.

......................................................................




მოდი რა, წამიყვანე
წყალგაღმა გამიყვანე
ნაპირთან დამტოვე და თუ გინდა წადი...
მოდი რა, დამიყვავე
ტკივილი გამიქვავე,
ყოველთვის მიყვარდი და ყოველთვის მწამდი!
მოდი ჰო, გაგიცივდი
ფოთლებად დაგიცვივდი,
ვიქეც შემოდგომად სიყვითლე მაკრთობს...
მოდი ჰააა დაგიმძიმდი
ვერაფრით დაგიმშვიდდი,
ვიცი რაც გითხარი, დაგპირდი მახსოვს!!!
ოჰ და ვერ ვერევი
ჰო და ვერ გელევი
ეხლა სული გიხმობს უჭირს და მისთვის...
ნატვრად შეგერევი,
როცა შეგეხები,
რატომ ვერ მოდიხარ, რატომ და რისთვის?
მოდი აქ, დამატიე
ცრემლში ვერ ჩაგატიე
მოდი ჩაგეხუტო ,ჩაგეკრა მინდა,
გული აგატკიე ?
მოდი მაპატიე
ცრემლად ეს სათქმელი ვიცი რომ,ღირდა.

......................................................................


მე შენ მიყვარხარ,მართლა მიყვარხარ
იმაზე მეტად შენ რომ გგონია
რას შევადარო როცა ამ ქვეყნად
მას შედარება არცა ჰქონია
მე შენ მიყვარხარ, ეს სიყვარული
უჩვეულო და ძალზე მშვიდია,
თითქოს სიზმარი აუხდენელი
და უსასრულო დილის ბინდია
მომენატრები, ჩემი ფიქრები
მინდა თუ არა შენთან მოდიან
შენს გულთან ახლოს თუ არ მოვკვდები
ჩავთვლი, რომ ბედი არა მქონია
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1120 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-25, 4:09 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024