♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 23 » ............
10:08 PM
............


ისევ ღამეა ჩუმი და ბნელი...
მე კი უაზროდ რაღაცას ველი...
არ დამანებებს თავს ეს ფიქრები,
სანამ ამ ქვეყნად ცოცხლად ვიქნები,

რაღაც მტანჯავს და არ ვიცი რატომ,
როგორ გავუძლო ამ გრძნობას მარტომ
დიდ საიდუმლოს ვუმხელ მე აპრილს,
ღამეა ცხელა.... გულში კი მაწვიმს...

ამ სიბნელეში ჩემს სულს ვერ ვხედავ,
ფიქრებს დავეხსნა ამას ვერ ვბედავ,
იქნებ წავიდე სადმე უკვალოდ
ეს ცხოვრება ხომ მთვლის მე ''უბრალოდ''

ღამეში თავს ვგრძნობ მარტოსულს, ეულს...
ცეცხლი ედება თითქოს მთელ სხეულს,
ვერ გავიკვლიე ამ ფიქრში გზები
და მეც სიბნელით უაზროდ ვთვრები.


....................................................



გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,
დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა.
მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი,
ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა
რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობაარეულმა
სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები,
სისხლი მოიბანა ღამემ მთვარეულმა
შენ კი უცოდველი – მკვლელად მესახები.
ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი,
კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია,
მზერა მომაჩეჩე, ცოტა დავიბენი
ტუჩის კუთხესთან კი ბზარიც გამჩენია.

ყელთან დამიტოვე ფრთხილი ნაკვალევი,
დრომ კი ეს შეხება წარსულს უსახსოვრა,
სადღაც წაიშალნენ ჩემი კონტურები
განცდაც აღარ შემრჩა, უკვე უსახო ვარ.
დღეს კი კართან მიცდის ისევ უშენობა,
ვფიქრობ, მასპინძელი ცუდი გამოვდივარ,
შენი არსებობა არის უღმერთობა,
მე კი გოლგოთაზე ნებით ამოვდივარ

............................................................



რომ შენი მზერა სიყვარულის იქნება შვილი
რომ ჩემი სუნთქვა შენთვის იფრენს იმ ხიდის მიღმა
რომ შენი ხმა მივიწყებულ დღეებში მქრალი
რომ საუკუნის წინაშე მქონდა ყურებში მთვრალი
რომ ჩემთვის იტყვი რაღაც სიტყვას, თუნდაც უაზროს
რომ შენ არ მოგთხოვ სიტყვას მხოლოდ ძლიერ აზრიანს
რომ ორი წუთი ათასწლეულს დაემსგავსება
რომ მოგინდება ჩემი ნახვა კვლავაც ძალიან
რომ ჩამაფიქრებს ეს სურვილი და ამატირებს
რომ ამ ცრემლებით გაიზრდება დღე უსაშველოდ
რომ დამირეკავ მაშინ, როცა აღარ გიტირებ
რომ კითხვა ახლა უადგილო იქნება ალბათ
რომ ჩვენ კვლავ რატომ შევხვდით მაშინ, ზაფხულის ღამეს?
რომ მოგონება ორწლიანი სახეიცვლება
რომ სევდიანი წლები წუთად გადაიქცევა
რომ თითქოს მხოლოდ გუშინ გნაზე და დღესაც გხედავ
რომ ჩემი ორი საყვარელი შენი თვალი კვლავ მენატრება
რომ მათი მზერა მწველი იყო ყოველთვის ჩემთვის
რომ მხიარული შევეცდები რომ მოგეჩვენო
რომ ბედნიერი მაინც დავრჩი, შენ კი არ გერჩი
რომ სიყვარული მე ვიცოდი მარადიული
რომ ამ გრძნობისთვის, დამიჯერე, შენ მაინც ღირდი
რომ დაფასება ვერ შეძელი და ახლა იცი
რომ დაკარგულის შეფასება ყოფილა ძვირი
რომ თუ სიკვდილი გამიტაცებს ესოდენ მწირი
რომ უკვდავებას მივაბარებ მე ჩემს სიყვარულს
რომ ის შეგხვდება როცა მარტო დარჩები შენში
რომ მას მიენდე ცხოვრებაში, თუნდ კიდევ შიშით
რომ ის გადმოგცემს ჩემს სიყვარულს და დამშვიდდები
რომ შენ შეიგრძნობ სუნთქვას ჩემსას, შორეულს, დაღლილს
რომ ამ სუნთქვაში შენი, ჩემი ყველა ერთია
რომ შენ იქნები ბედნიერი, მე შევსვამ ჭიქას
რომ ანგელოზად გადვიქცევი და შენს მფარველად
რომ მარტოობამ გაგრძნობინოს, რომ შენთან მეც ვარ
რომ სიცოცხლეში მიტოვებულ პატარა გოგოს
რომ ანგელოზად გადაქცევა დაჰბედებია . . .

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1149 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:17 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024