მთავარი » 2010 » აპრილი » 18 » ..............
|
შუა ღამე იყო. ლევანის მობილურზე მესიჯი მოვიდა და ხმამ გამოაღვიძა. -ფუ, ''ამისი'', ვინ არის ნეტა ამ დროს! რა მესიჯები აუტყდა, ხვალამდე ვერ მოიცდიდა?!-ბუზღუნით გადაიხადა საბანი, ადგა და ''მობს'' დასწვდა, რომელიც მაგიდაზე ედო კომპიუტერთან ახლოს. ხასნა ''სმს''-ი : ''უშენოდ თავს საშინლად მარტო ვგრძნობ, მოწყენილი ვარ, მენატრები...იმ დღიდან რაც მიმატოვე , თვალზე ცრემლი არ შემშრობია...მიყვარხარ...მიყვარხარ...მიყვარხარ და მენატრები...ამას თუ გინდა მილიონჯერ გაგიმეორებ..გთხოვ დამიბრუნდი, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია, მიყვარხარ....(შენი ანუკა)''.... -ანა?!...რამდენი დრო გავიდა...მის მერე მილიონი გოგო მყავდა...სად გავახსენდი?!-მესიჯს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი, მერე მობილური გვერძე გადადო და კვლავ თბილ საწოლს მიაშურა. დილაა...ლევანს კვლავ "ს.მ.ს."-ის ხმა აღვიძებს: -აუ! ...ახლა დედას ვაგინებ ვინც გამაღვიძა! -წამოიზლაზნა და მესიჯი ნახა:" მთელი ღამე შენზე ვფიქრობდი (ანუკა)''... -ეს გოგო გ-ა-დ-ა-მ-რ-ე-ვ-ს! ჩემი შეყვარებული ორი წლის წინ იყო... (თუ სამის?!-შეეკითხა საკუთარ თავს).მერე პასუხი მიწერა: "დღეს 4 საათზე პარკში, ფანტანთან შევხვდეთ.." ...პარკში დათქმულ ადგილას იდგა და ანას ელოდა. ფანტანს შესცქეროდა და იმაზე ფიქრობდა ტუ რა ეტქვა გოგონასთვის როცა მოვიდოდა... -ლეო...ციღაცის ნაზი ხმა ჩაესმა ბიჭს ყურში და შემოტრიალდა. მის წინ იდგა ''უცნობი'' ანა. გოგონა ორ წელიწადში ძლიერ შეცვლილიყო-თითქოს წლები მომატებოდა, გადაღლილი და ნაღვლიანი სახე ქონდა, თვალები ცრემლიანი. მკაცრად და უჟმურად ეცვა, მუქ პერებში. მის სახეზე საოცარი ტკივილი დარდი აღიბეჭდებიდა. ლეო გაშეშებული, თვალებგაფართოებული უცქერდა მას და გამალებით ფიქრობდა-"სად გაქრა ჩემი ანა? ის ანა მე, რომ ასე ძლიერ მიყვარდა, სულ რომ იღიმოდა, სიხარულსა და ბედნიერებას რომ ასხივებდა...ანა , რომლის თვალებიც მუდამ ბრწყინავდა..ვინც მუდამ თამამად და ჭრელ პერებში იმოდებოდა..." ....გოგონას ცისფერი თვალები ჩამქრალიყო, თმა აღარ უბზინავდა, გამხდარიყო, გაღვრემილიყო, თვალების ქუთუთოები თითქოს დამძიმებოდა და გრძელი წამწამები ძირს დაეხარა... ანა მისი ერთადერთი სიყვარულის წინ იდგა და ნაძალადევი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ლევანი დაიბნა, არ იცოდა რა ეთქვა, გაიფიქრა გავეხუმრებიო, მაგრამ მიხვდა უადგილო იქნებოდა მისი ხუმროვა, რომელსაც შეეძლო ანასთვის კიდევ ერთხელ ეტკინა გული. ორივე დუმდა. ორივე სათქმელს ეძებდა, თუმცა ცხადი იყო გოგონას მეტი ქონდა სათქმელი. "ნეტა რას მეტყვის?! იმას რომ სიგიჟემდე ვუყვარვარ?!"-ბიჭი ჩასცქეროდა ანას თვალებში და საიდუმლოს ამოხსნას ცდილობდა."-ნეტა რას ფიქრობს?!", ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია, რომ გოგონა მიუახლოვდა. -მე...ანამ ტუჩები აამოძრავა და მხოლოდ ერთი სიტყვა ტქვა, მერე გაჩუმდა. თითქოს ძალას იკრებდა. ბოლოს დაბალი, სუსტი ხმით ალაპარაკდა: -ვიცი ის მესიჯები არ უნდა მომეწერა...უბრალოდ..მე..მე..-ანას თვალებიდან ცრემლები წასკდა. ბიჭს თვალებში ვეღარ უყურებდა, თავი დახარა და ცრემლების დამალვა ცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. -მე......შენ.....მიყ...მი..მიყვარხარ...შენზე ვგიჟდები...სულ შენთან მინდა...მიყვარხარ! გესმის?! მიყვარხარ!....არ არის წამი, და არ არის წუთი შენზე არ ვფიქრობდე...მინდა იცოდე, შენ რომ ჩემგან წახვედი მე იმ დღეს მოვკვდი და სიკვდილამდე განვიცადე უკვე სიკვდილი, რადგან სამუდამოდ უშენობა მაქვს მოსჯილი! ღამეა და სიზმრად გხედავ! დილაა და მელანდები! განა ასე შეიძლება?!.....ცუდად ვარ....მჭირდები და რა ვქნა?!.... მინდა მეხვეოდე, მკოცნიდე, ჩემთან იყო, მინდა გიცქერდე, მინდა ჩაგეხუტო და არასოდეს მოგცე უფლება წასვლისა, და მაშინაც კი როცა გეტყვი "წ ა დ ი'', მითხრა: -"არა, შენთან დავრჩები.." ...ანა ტიროდა, ცრემლები მის ნაზ, ლამაზ სახეს ცვარივით ედებოდა და უფრო ლამაზს ხდიდა. -მჭირდები გესმის?!-სლუკუნებდა გოგონა-არ მეგონა როდესმე ამას თუ გეტყოდი...მიყ...არა! დაიყვირა ანამ და გაიქცა..ლეო გაეკიდა, შეაჩერა, მოატრიალა და მის ზღვისფერ თვალებში ჩაიხედა, რომლებიც ცრემლით შემოსილიყვნენ... -მე...წაჩურჩულა და გულში ჩაიკრა გოგონა.-მე არ გაგიშვებ! -ანა მის მკერდ ეკვროდა და ტიროდა...სუნთქავდა ჩქარა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, გულიც ჩქარა უცემდა, ისეთი ბათქა-ბუთქი გაქონდა, ლევანს ეგონა ცოტაც და გასკდებაო... ....როგორც იქნა ბიჭმა იპოვა ის სიტყვები, რომელსაც ეძებდა: -სულ შენთან ვიქნები, აღარასოდეს მიგატოვებ, ცრემლებისთვის და გულისტკენისტვის აღარასოდეს გაგიმეტებ, არც ტირილის უფლბას მოგცემ....!!! მეც მიყვარხარ!-უთხრა ეს და აკოცა...აკოცა ყველას თანდასწრებით ისე როგორც არავისთვის უკოცნია ცხოვრებაში.....
|
კატეგორია: ♥ისტორია♥ |
ნანახია: 1361 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
|
|