♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 18 » ..........
10:04 AM
..........


ვით ნაწვიმარი ფოთოლი ვერხვის
მე ისე ვღელავ..
გზაზე ვინ არის ჭაბუკი ერთი
უღიმის ყველას..
არის მაღალი, როგორც ბამბუკი,
ლამაზი მეტად..
დამაქვს ნაღველი მე იმ ჭაბუკის
და დავალ კენტად..
მზეს მოსდის რული, დაზამთრებულა,
წასულა საით..
და ჩემი გულიც აზვირთჶბულა
მდინარესავით..
გარეთ ქარბუქში ქარი ირწევა,
ნიბლია კვდება,
მე ის ჭაბუკი დასავიწყებლად
არ მემეტება..

.............................................

ჩემთვის ოდესღაც საყავრელ თვალებს
დღეს შევამჩნიე სევდის იარა.
ცრემლი აწვიმდა მომავლის ფიქრებს,
აწმყოს ტიროდა - წარსულს კი არა.
მე შეგამჩნიე ფარული დარდი,
სულს გიხუთავდა მხურვალე ალი,
შენ არ მალავდი, რომ ერთდროულად
ჩემში გიყვარდა ბავშვი და ქალი.
ვწუხვარ რომ ასე დამთავრდა ბოლოს,
გხედავ დაგტანჯა უბედო ბედმა,
მე ამ სიყვარულს ვამსგავსებ ჰანგებს -
სიკვდილის წინ რომ იმღერა გედმა.
ვერაფერს გეტყვი... რა მაქვს სათქმელი,
უსიტყვოდ უნდა ვუცქირო დღესაც
შენი თვალების ცრემლიან გუბეს -
გასაწვიმებლად მოღრუბლულ ზეცას.
მთლად უგულობას ნურვინ დამწამებს,
მე მხოლოდ მცირე მიმიძღვის ბრალი,
მიყვარდი... როცა ვიყავი ბავშვი,
მაგრამ ის ბავშვი დღეს არის ქალი.
მადლობელი ვარ იმ გრძნობებისთვის,
რომელიც ჩემთვის დღემდე ატარე,
იმ წუთებისთვის, რაც შემომწირე,
რითაც ბავშვობა შემომატარე.
გთხოვ მომიტევო რაც გაწყენინე
და ნურაფერზე დამემდურები,
თუ უნებურად ვერ გნახე სადმე,
გპირდები ერთხელ კვლავ გესტუმრები.
ჩემთვის ოდესღაც საყვარელ თვალებს
დღეს შევამჩნიე მალული დარდი;
შენ პირველობა ნამდვილად გერგო,
უკანასკნელს კი ოდესღაც ჰგავდი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1134 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-25, 4:12 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024