♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 18 » ..................
9:51 AM
..................


შენ ხარ შემოდგომა, ფერთა მოზაიკა
უხვად მოხატული ფერთა გალერეა,
ღრუბელთ სინოტივე სულში ლოცვად მიკრავს,
თუკი რა თკმა უნდა გზა არ ამერია..
შენ ხარ შემოდგომა, მტევნის გაფიცხება,
სისხლის ადუღება ბადაგ-შარბათებით,
იწყებ ენკენისთვით, მერე სიცივით და
მერე წვიმებით და ზამთრით დამთავრდები..
შენ ხარ შემოდგომა, უხმო გაშიშვლება,
უხმო გადაჭკნობა, ფოთოლთ სინანული,
ქარში ყვავილების სუნთქვა გაიშლება
ბოლო სიმძაფრით და ბოლო სიყვარულით..
შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ ფოთოლცვენა,
შუქი გაქრობის და ფერფლად მინავლების,
ერთ დროს დამდაგველი, მწველი მხურვალება,
ბოლოს ფიფქებით და სევდით იმალები..
შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ განშორება,
შენ ხარ მონატრება, შენ ხარ სიმარტოვე,
ხეებს ფოთლები და მინდვრებს ყვავილები,
სივრცეს-მერცხლები და მე შენ მიგატოვებ..
შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ გარინდება,
შენ ხარ ჩავლილი და შენ ხარ წარსული,
შენ ხარ მოფერება, შენ ხარ დაბინდება,
შენ ხარ ანარეკლი ყველა გაზაფხულის..
შენ ხარ შემოდგომა, უცხო სიმბოლიკა,
კვნესა გარეული ხიბლი ამინდების,
შენ ხარ ოქროსფერი ფერის გაგიჟება,
შენ ვარ დადუმდები, შენ ვარ დამშვიდდები..
შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ გადაღლილი,
მზერაგამცვდარი და თრობამორეული,
შენ ხარ აუხსნელი და შენ ხარ ასახსნელი,
შენ ხარ ახლობელი, შენ ხარ შორეული..
შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ გაფითრება,
შენ ხარ სასწაულის მკვეთრი ნაბიჯები,
შენ ის სიკეთე ხარ რომ არ გაითვლება,
შენ ის ბავშვობა ხარ რომ არ დადინჯდები..
შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ ღვინობისთვე,
შენ ხარ ამურისგან ტერფებდამტვრეული,
შენ ხარ გატაცება, უხმო გატაცება,
შენ ის ყვავილი ხარ მტვერში ცაქცეული...
შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ გადაფრენა,
ჯებირმორღვეული სივრცე ტკივილების,
შენ ხარ დასასრულის არსის გამართლება,
თუმცა ულაზათოდ შენ არ მიილევი..
შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ მოძახილი,
შენ ხარ გახსენება ძარღვში მოვარდნილი,
შენ ხარ მოდარდება, შენ ხარ მოლანდება,
ალი დამღუპველი ყველა პოლიტრების,
შენ ხარ სიცოცხლე და შენ ხარ სიკვდილი და
შენ ხარ მოლოდინი დიდი დაფიქრების..
შენ ხარ შემოდგომა ფერთა მოზაიკა,
ფერთა ჯადოსნური ხილვის გალერეა,
თითქოს მოგიყვანეს სულ სხვა სამყაროდან
და ამ სამყაროში გზები აგერია...
არის შემოდგომა დენთი-ღვინობისთვე
და ეს ღვინობისთვე ჩემი მფარველია







...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1658 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-25, 4:14 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024