♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 18 » ............
10:25 AM
............


”... შენ არ იცი, რამდენ ხანს ვიფიქრე, რა დამეწერა... ხანდახან მგონია, რომ თავი გამისკდება ფიქრისგან და მოვკვდები. ისე გავქრები, ბაბუაწვერას რომ შეუბერავენ სულს... მაგრამ უშენოდ ცხოვრებას ისევ ის მირჩევნია, მართლა უბრალო გაბურძგნული ყვავილი ვიყო და იმის იმედი მაინც მქონდეს, რომ ერთხელაც შეიძლება შენ მოხვიდე, სული შემიბერო და მეც დავყვე შენს ნებას...
ალბათ უკვე მიხვდი, რატომ ვწერე მდენი სისულელე და იმასაც ხვდები, რა უნდა გითხრა...
იმედია, არ მიბრაზდები... არ შემიძლია, შენს სახეზე წყენას ვერ ავიტან... რა ვქნა, ვერაფრით მოვახერხე შენი დავიწყება, ვერაფერი მოვუხერხე ჩემ გულს...
ამ სიმძიმემ, ამ ტვირთმა და შენმა სიყვარულმა მთლიანად დაიკავეს იგი და აღარ აპირებენ დათმობას...
მე არ ვიცი, არის კი ცოტა ადგილი მაინც შენს გულში ჩემთვის? მართლა არ ვიცი,
მაგრამ, ...
მაგრამ როცა შენს თვალებში ვიყურები..
როცა შენი თვალების ოკეანეში ვცურავ...
როცა ჩვენ ერთნი ვართ...
აი მაშინ შენ ხარ ჩემი ღმერთი, ჩემი ხატება და სალოცავი, ჩემი სიცოცხლე და ჩემი უკვდავება, ჩემი ბანგი და ყოველივეს საწყისი...

აქ არაფერია ბევრი დასაჯერებელი,.. შენ კი მხოლოდ ის მოგეთხოვება, რომ ჩემს თვალებში ჩაიხედო და კარგად დააკვირდე შენსავე გამოსახულებას...
ჩაიხედე და დაინახავ იმას, რისი თქმაც მინდოდა და ვერ ვთქვი, რისი დაწერაც ინდოდა და ვერ დავწერე...

და თუ შენ დაინახავ, რომ ცარიელია ჩემი გული, თუ მოისურვებ მის დამსხვრევას და წახვალ, მე გაგიშვებ.. მე გაგიშვებ იმიტომ, რომ მიყვარხარ, ნამდვილად მიყვარხარ და არ მსურს, რომ სიცარიელე ვნახო შენს მზერაში...
...შენ ხომ ღმერთი ხარ ჩემთვის, ღმერთს კი არ განსჯიან...
მე გიწამებ შენ...
მე შენ მეყვარები...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1092 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-23, 11:45 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024