♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 18 » მოგონებa
9:58 AM
მოგონებa

მახსოვს დაჩოქილი ხატების წინ ვტიროდი ეკლესიაში. მახსოვს ვიგრძენი ვიღაცის ნაზი შეხება მხარზე, თავი ავწიე და მისი სათნო დავინახე. შემომცქეროდა, მიღიმოდა, ბედნიერებას და რაღაც შინაგან ძალას ასხივებდა, რომელიც გულს იმედით ავსებდა.
არასოდეს დამავიწყდება მისი ყოვლადკეთილშობილი( : D) გულწრფელი თვალები და მისი მოწიწება ჩემდამი.
-ცუდათ ხომ არ ხართ?
-არა... - მას ვუცქერდი და თავი უბედნიერესი ადამიანი მეგონა, თითქოს ის ვიპოვე ვისაც ამდენ ხანს ვეძებდი. თითქოს უფალმა გამომიგზავნა მისი თავი საჩუქრად (იმის მიუხედავად, რომ არ ვიმსახურებდი...) მან იქვე მდგარ სკამზე დამაჯინა, წყალი დამალევინა და მკითხა:
-უკეთ ხართ?
-მადლობთ, დიახ.
მინდოდა სახელი მეკითხა, მაგრამ, შემრცხვა და მომერიდა, (თავი შევიკავე.) ეტყობა ლოყები შემიფერადდა, რადგან შემეკითხა:
-ნამდვილად კარგად გრძნობთ თავს?
-დიახ, დიახ!
(თავს დაცულად ვგრძნობდი მასთან.)
ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს, ვიღაც დამეპატრონა, ოღონდ ისე, რომ ჩემი შინაგანი სამყარო არ დაენგრია...
-რა გატირებდათ?
-სირცხვილი.............
-რისი გრცხვენოდათ?
- საკუთარი თავის და ცოდვების...
-გიხდებათ ცრემლები...
(დავიმორცხვე და თვალი გვერდზე გავაპარე.)
-დარწმუნებული ვარ, ღიმილი გიხდებათ, ასე რომ, გაიღიმეთ.
პასუხი არ გამიცია, ან რა უნდა მეთქვა, არაფერი იყო სათქმელი... მსიამოვნებდა მისი მოსმენა... შემეძლო მუდამ მესმინა მისთვის... როცა მივხვდი, რომ, ჩემგან ღიმილს ელოდა - მეც გავუღიმე.
რაღაც უნდა ეთქვა ჩემთვის, მაგრამ ამ დროს დაუძახეს.
- დათო! - მანაც უმალ გაიხედა, ,,მოვდივარო'' წაიჩურჩულა და ადგა, მერე გამომხედა და ,,ნახვამდისო'' მითხრა.
მინდოდა მეთქვა იგივე (ნახვამდის) მაგრამ ტუჩებს თვიდონ დასცდათ ,, მშვიდობით''...
წავიდა...
წავიდა და აღარც მინახავს მერე... ხშირად მივსულვარ ეკლესიაში, დავჩოქილვარ, მილოცია, მადლობა მომიხდია უფლისთვის, რომ, მანახა ცხოვრებაში ერთხელ მაინც - ,,იგი '' , მიკითხავს ,,რატომ?!'', ,,რატომ წამართვი-მეთქი''...
ლოცვის მერე ცრემლი მომრევია, დავჩოქილვარ და ჩუმად მიტირია... ველოდი მას, მაგრამ აღარ გამოჩენილა...
მე სამუდამოდ დამამახსოვრდა მისი სახე, თვალები, მზერა და ხმა, გონებამ სამუდამოდ ჩაიბეჭდა იგი, და აღარასდროს დაივიწყებს...
... დათო, რა ლამაზი სახელია - ,, დავით!!! '' (დათო შემიყვარდა ერთი ნახვით ... ) ...


კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1051 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-25, 4:27 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024