♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 18 » შოთა ნიშნიანიძე
11:01 AM
შოთა ნიშნიანიძე
შოთა ნიშნიანიძე

ბიოგრაფია:

შოთა ნიშნიანიძე (1929-1999)
შოთა ნიშნიანიძე დაიბადა თბილისში. 1953 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1960 წ. - მოსკოვის მ.გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლესი ლიტერატურული კურსები. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1947 წ. გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში". პირველი პოეტური კრებული „მე და შენ" დაიბეჭდა 1956 წ. შემდეგ არაერთი კრებული და ერთტომეული გამოსცა. მის წიგნთაგან აღსანიშნავია: „კაფე-თესე" (1959), „ზეთისხილის რტო" (1961), „მზე და ჩრდილი" (1963), „ხილვები" (1969), „მზე შუბის ტარზე" (1970), „ერთტომეული" (1979) და სხვა მრავალი.

პოეტს 1975 წ. მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, 1977 წ. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია ლექსისათვის „ძახილი". 1977 წლიდან იყო ჟურნალ „საუნჯის" მთავარი რედაქტორი, ხოლო 1981 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი. გარდაიცვალა 1999 წ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში


დაწვრილებით:
ბაბუა _ ბიჭია ნიშნიანიძე ქუთაისში საკმაოდ მდიდარი ვაჭარი ყოფილა. ბებია ფეიქრისშვილის ქალი გახლდათ. სამი შვილი ჰყავდათ: 
კონსატანტინე, თამარი და გიორგი. კონსტანტინე მაღალჩინოსანი სამხედრო პირი, 1937წ. დახვრიტეს. გიორგიმაც, მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამხედრო სამსახური აირჩია.
შოთას მშობლებმა ერთმანეთი გრიგოლ მამაგეიშვილის ოჯახში გაიცნეს და მალე დაქორწინდნენ. ეს იყო შოთას გამზრდელი დეიდის ოჯახი.
5 წლისა იყო როცა გარდაეცვალა მამა. მოულოდნელად დაქვრივებულ დედას სამი ერთმანეთზე მიყოლებული ბიჭი დარჩა. შოთა, ოთარი და გიორგი. ოთარ ნიშნიანიძე შემდგომში სტომატოლოგი გახლდათ, გიორგი კი – ინგლისურის სპეციალისტი.
ოჯახი ტელმანის (ახლანდელი ცაბაძის) ქუჩაზე ცხოვრობდა ერთ ოთახში. სახლს ეზო არ ჰქონდა და სამი ბავშვის გაზრდა ძალიან ჭირდა. ამიტომ ბინა გადაცვალეს გოგებაშვილის ქუჩაზე, ისევ ერთ ოთახიანში, მაგრამ ეზოიან სახლში. დედას რაიმე პროფესია არ ჰქონდა და ნემსსა და ძაფს მოჰკიდა ხელი. ჩითის უბრალო კაბებს უკერავდა მეზობლებს ძალიან იაფად, ამისთვისაც მადლს წირავდა უფალს, პურის ფულს რომ შოულობდა. მერე და მერე ხელი გაიწაფა, მამაკაცის კიტელების კერვა დაიწყო და ცოტა სული მოითქვეს. შვილების გაზრდასა და საოჯახო საქმეებში უფროსი და ეხმარებოდა. ვერა დეიდას განსაკუთრებით უყვარდა შოთა, რომელისც ასეთივე სიყვარულით პასუხობდა დეიდას.
9 წლის შოთა ვერა დეიდამ იშვილა და თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად ნაკაშიძის ქუჩაზე. დეიდა მამაგეიშვილზე იყო გათხოვილი. მეცხრე კლასამდე ნიშნიანიძე იყო შოთა. მერე კი ბიძამ თავის გვარზე გადაიყვანა. საბუთები მამაგეიშვილზე ჰქონდა, მაგრამ სკოლაში ყველა ნიშნიანიძედ იცნობდა. ლექსებზეც ნიშნიანიძის გვარს აწერდა და ამ გვარით აქვეყნებდა.
ბიძას რომ გული არ დასწყდომოდა სახლის კარზე ორივე გვარი ეწერა ნიშნიანიძე _ მამაგეიშვილი.
მეოთხე კლასამდე ფრიადოსანი იყო შოთა, მერე თანდათან უკლო სწავლას და სიცელქეს უმატა.
შოთა ვაჟთა 37-ე სკოლაში სწავლობდა. ფიზიკურად მეტად ძლიერი იყო და სპორტსაც ეტანებოდა. განათლების სამინისტროს ფეხბურთის გუნდში თამაშობდა ცენტრალურ მცველად. დიდხანს იყო მისი სურათი სკოლის სპორტულ კუთხეში. ერთხანს ჭიდაობაზე დაჰყავდა ბიძას, ფალავნობის დიდ მოტრფიალე შალვა შალამბერიძეს, რომელიც ცას წვდებოდა სიხარულით, დიდ წარმატებებს რომ უწინასწარმეტყველებდნენ შოთას. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს შოთამ მხარი დაიზიანა და საერთოდ ჩამოშორდა სპორტს.
მეთერთმეტე კლასში შოთას უკვე საკმაოდ ჰქონდა დაგროვილი პატარ-პატარა ლირიკული ლექსები. იმ ხანას შოთას დედობილთან ცხოვრობდა მისი მოსკოველი ბიძაშვილი. მან იოსებ ნონეშვილთან წაიყვანა შოთა. ბატონ იოსებს რამდენიმე ლექსი მოსწონებია და "ახალგაზრდა კომუნისტში” გაოუქვეყნებია.
1977 წელს დაამთავრა სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ჩარიცხვით ადვილად ჩაირიცხა, მაგრამ ასევე გაირიცხა პირველი სემესტრის დამთავრებამდე ლექციების გაცდენის გამო. მოკლედ, მეორედ ჩაირიცხა შოთა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი დაამთავრა 1954 წელს. 1956 წ. შოთა და ნაზი კილასონია გახდნენ ახალგაზრდა ფესტივალის ლაურეატები.

1958 წელს შოთა მწერალთა კავშირმა გორკის ინსტიტუტთან არსებულ უმაღლეს ლიტერატურის კურსებზე მიავლინა, რომელიც დაამთავრა 1960 წელს. 1964 წელს შოთამ დროებით დაიწყო მუშაობა გამომცემლობა "მერანის” ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ. 1968-74 წლებში იყო გამომცემლობა ,,მერანის” ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგე; 1974-77 წლებში – მწერალთა კავშირის კონსულტანტი, 1877-82 წლებში – ალმანახ ,,საუნჯის” მთავარი რედაქტორი, 1981-84 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, 1984-86 წლებში – ამ კავშირის თავმჯდომარე. სიცოცხლის ბოლო წლებში რედაქტორობდა ჟურნალ ,,საუნჯეს”.
შ. ნიშნიანიძის პირველი პოეტური კრებული ,,მე და შენ”გამოვიდა 1956 წელს. ამ დროიდან მოყოლებული პოეტმა არაერთი წიგნი გამოსცა, რომელთაც მკითხველთა ფართო საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოუტანეს.

ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. 1975 წელს გახდა შოთა რუსთაველის, ხოლო 1977 წელს გალაქტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი.
შ. ნიშნიანიძე გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.




შოთა და მისი მეუღლე თამარი
შოთა ნიშნიანიძე


ეს შოთა ქალიშვილთან ერთად
შოთა ნიშნიანიძე


ეს არის პოეტის რეპლიკა ვერლიბრთან დაკავშირებით...საინტერესოა ძალიან... 



-კითხვაზე, თუ რა არის პოეზია, დღემდე არავის მოუცია ყველასათვის მეტნაკლებად მისაღები პასუხი. პოეზიის აღქმა-გაგება და სიყვარული უმეტესწილად სუბიექტურია, ამიტომ მისი განმარტებაც ყოველთვის სუბიექტური და არასრული იქნება. ამ შემთხვევაში პოეზია რელიგიას ჰგავს, ისიც რწმენის თავისუფლებაზეა დაფუძნებული. პოეზიაში ყველა თავის ღმერთებს, კერპებს, ხატებსა და წმინდანებს ირჩევს, როგორც იტყვიან, ყველა თავის რჯულზე სწირავს. ეს არ არის გემოვნებათა აღრევა, ამიტომაც მსჯელობენ და კამათობენ მასზე. მაშასადამე, პოეზია მხატვრული მრწამსისა და გემოვნებისადმი თაყვანისცემაა: მე ეს მწამს, მე ეს მიყვარს. ალბათ ამიტომაც არის ჭეშმარიტ პოეზიაში, როგორც ლოცვა ვედრების, გალობა-ღაღადის, ისე კურთხევა-შეჩვენებისა და ზებუნებრივ ძალებთან მისტერიული ზიარების ელემენტებია. ხოლო თუ უბრალოდ და პირდაპირ ვიტყვით, ყველაფერი ის, რაც გულს შეგვთრთოლებს და ესთეტიკურ ტკბობას მოგვანიჭებს, უკვე პოეზიაა ფართო გაგებით. პოეზია გულის კულტია, ადამიანის ლამაზი და ამაღლებული სულიერი მდგომარეობის გამოხატვაა, ოღონდ მძაფრებული გამოხატვა. პოეზია სიმახინჯეშიც (არაესთეტიკურშიც) სილამაზეს აღმოაჩენს (აბრეშუმის ჭიიდან ფერებხასხასა პეპელა იჩეკება). პოეზია ყოველწამიერი პროზაული ერთფეროვნების ჯაჭვიდან ამოვარდნაა, სულის ფრთაშესხმული მდგომარეობაა. ტკივილისა და მწუხარების ამსახველი სტრიქონიც კი შემოქმედებითი სიხარულით იქმნება. ძველი სწავლულები პოეტური შემოქმედების პროცესს "ღვთაებრივ სიშმაგედ”, "ღვთაებრივ ბნედად” ნათლავდნენ, რომლის დროსაც თითქოს წინასწარმეტყველების ზეგარდმო ნიჭიც მჟღავნდებოდა.

პოეზიას სხვაზე ბევრად უფრო მგრძნობიარე ადამიანები ქმნიან. სწორედ ისეთები, რომლებიც სულიერ ღველფს ატარებენ. პოეზია "მოაზროვნე ლერწამის დრტვინვაცაა”, პოეზია ოცნების ფენომენია და მას მეოცნებეები ქმნიან. ოცნების შეჩერება კი შეუძლებელია. ამიტომაც უსწრებს პოეზია თავის დროს, უკვე არსებულსა და დაკანონებულს, მოითხოვს მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, კიდევ უფრო გალამაზებას.

მე მიყვარს სულიერი მხნეობის მომნიჭებელი პოეზია, რომელიც წარმართული ჟინით ეწაფება სიცოცხლის სიყვარულს, რომელსაც სილამაზე და სიხარული შემოაქვს ყოველდღიორი ყოფითობის პროზაულობაში. პოეზია ჯანსაღი უნდა იყოს და ზნეობრივად უნდა ასპეტაკებდეს ადამიანებს, იგი კარგ მამულიშვილებად უნდა ზრდიდეს ახალ თაობებს, უნდა აღვივებდეს მათში ჰუმანურობის, სამართლიანობის მაღალ იდიალებს.
ვერლიბრზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას. რატომღაც ზოგიერთმა ლიტერატორმა მე ვერლიბრის პირველ მტრად გამომაცხადა. ეს უბრალო გაუგებრობაა. ასე რომ იყოს, მე თვითონ აღარ დავწერ თავისუფალ ლექსს.. მე ვებრძვი თავისუფალ ლექსად შემოჩეჩებულ პროზას და პწკარედს, თავისუფალი ლექსი შეიძლება იყოს ვერსფიკაციურად თავისუფალი პირობითობებისაგან, რითმა იქნება ეს, რიტმი თუ მეტრი, მაგრამ არა აზრისაგან და გრძნობისაგან ასეთი ვერლიბრის ნიმუშები ან ტევადი ფორმის გაყალბებაა და დაკნინება. სინამდვილეში თავისუფალი ლექსი რთული პოეტური ინფორმაციის გადმოცემის დიდ საშუალებას იძლევა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მას კლასიკურ ლექსთან შედარებით ერთი უპირატესობა გააჩნია: ვერლიბრის სივრცე მოშიშვლებულია და იქ უნიჭობა ვერ დაიმალება, როგორც ეს ხდება ხოლმე კლასიკურ ლექში, სადაც ვირტუოზულ რითმებს, მელოდიკას, ტექნიკურ ილეთებსა და რიტმულ ექსპრესიას ზოგჯერ მოხერხებულადაა ამოფარებული უნიჭობა. ჩემთვის გულსატკენი ის გახლავთ, რომ ვერლიბრს ხშირად ისეთ ავტორები მიმართავენ, რომლებსაც, უბრალოდ, არც ოსტატობა და არც სულიერი ენერგია არ ყოფნით სტრიქონების გასარითმავად, ისე, რომ ლექს უნებრიობა არ დაუკარგო. ასეთ ავტორებს ჩვეულებრივ განსაკუთრებული არაფერი აქვთ სათქმელი, მათი თავისუფალი ლექსი ჩვეულებრივი პროზაა, ოღონდ გრაფიკულად ლექსივით ჩამოწერილია, თანაც ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე. ვერლიბრის ტევადობის გასავსებად დიდი აზროვნება, დიდი ნებათაღელვა და სულიერი ენერგიაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უხერხემლო პწკარედად ანდა პროზად აღიქმება.


კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 2882 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-25, 3:52 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024