♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 4 » ...............
1:40 PM
...............

იცრუო, უფრო ადვილია,
__სიმართლის თქმაა ძნელი,
ილაპარაკო ადვილია,
__აღსარებაა ძნელი,
შეცდომა დაუშვა, ადვილია,
__გამოსწორებაა ძნელი,
გული მატკინო, ადვილია,
__მოფერებაა ძნელი;
ჩემი მოსმენაც ადვილია,
__გაგება, ცოტა ძნელი,
რაღაც გამახსენო ადვილია
__რაღაც დამავიწყო, ძნელი,
კითხვებით შემაწუხო ადვილია,
__წარსულზე ფიქრია ძნელი;
ჩემს ღალატს რა უნდა,ადვილია
__ერთგულებაა ძნელი,
უკან დახევა ადვილია
__წინ წასვლა ცოტა ძნელი,
ჩემზე უარის თქმა ადვილია,
__პოვნაა მერე ძნელი,
ჩემი დავიწყებაც ადვილია,
__მონატრებაა ძნელი,
ჩემი სიკვდილიც ადვილია,
__მაცოცხლო ესაა ძნელი..

...............................................


მოვა დრო... ღამე მოგენატრები,
ქუჩაში დღისით მოგელანდები,
შენც მოგაწვება გულზე დარდები
და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები.
ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე,
არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე....
მოვა საღამო და მოვა ღამე,
შენც ნახავ სევდით გავსებულ მთვარეს,
იმ მთვარის შუქზე დახუჭავ თვალებს
და მოიგონებ სანატრელ წამებს,
სანატრელ წამებს შეამკობ დარდით,
და ატირდება ეგ გულიც ნატვრით,
ნატვრით გაიგებ რა იყო ფარსი,
რომ ჩვენ სიყვარულს არ ედო ფასი.

.....................................................


შენ არ იყავი მბზინვარე დარბაზს
აკლდა შენი ხმა, სათნო იერი,
და თუმცა ლექსი წვიმდა დარბაზში,
მაინც არ მერქვა მე ბედნიერი.

რაც თავი მახსოვს შენ სულ მიდიხარ,
და თითქოს სულზე ქუსლით მაბიჯებ,
და ისე მივალ ამ ცრუ სოფლიდან,
რომ შენში ქალი ვერ გავაღვიძე.

ყველა ცოდვილზე მე უფრო ცოდვილს
მრევდა რაც ვნების მწველი მეხია,
რომ შენი კაბა შენს თეთრ გულმკერდზე,
თეთრ ნაფლეთებად გადამეხია.

ზოგჯერ თუ ეშმა შენც გაცდუნებდა,
ტაძარში ერთი ლოცვაც გშველოდა,
შენ არ გაზრდილხარ ამ ცივ ქალაქში,
შენ მოსული ხარ სოფლის მდელოდან.

ბათუმი...პორტი... ლიმუზინები...
და ვნებით მზერა მთვრალი კაცების,
შამპანურების დაღვრილი ქაფი,
ბროლის ჭაღები და დარბაზები.

არის ეგ მართლა შენი ცხოვრება?!
თუ სული ღამით ჩუმად იტირებს,
უღვთოდ ნაცემი პატიოსნება,
ზის და ბეთლემის ლოდთან ქვითინებს.

მწუხრის ლოცვა და მდუმარე მუზა
დამიბრუნდიო გევედრებიან,
და სოფლის მინდვრის ლორთქო იები,
ლარნაკში უწყლოდ როგორ კვდებიან.

როგორ დაძრწიან ახლა ქალაქში,
უსახური და მღვრიე ჩრდილები,
და ჩვენი გზებიც შორდება როგორ
გაჩენის დღიდან გაყოფილები.

ამდენ ჯგლეთაში შენც დაიღლები,
თუ წყება ჟანგთა სულს მოესია,
და ერთხელ მართლა მოგენატრება
ბეთლემის ღამე და პოეზია.

ეს ყოფა მღვრიე მორევი ცოდვის,
სევდაა მხოლოდ ამაოების,
შენა ხარ ქალი, მუზაც და ვნებაც
და ჯილდო ჩემი მკვდარი დღეების...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1117 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-10-09, 0:04 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024