♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 4 » ...............
7:05 PM
...............


ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას, ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა "რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო!"

...................................................

გითხრა რა იყო ?
არაფერი მინდა აქ იყო ...
დარდი გაგიყო ...
უშენობამ იცი რა მიყო ?
სული დამძიმდა , არაფერი აღარ მახარებს ...
სევდა მაწვიმს და
ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს .
ყველა შორი და
ახლო მდგომი უფრო დუმდება,
ის ვინც მოვიდა,
არ მოსული უკან ბრუნდება...
გზები გაიყო ...
გული გაიპო...
ბნელმა ნათელი შემიცვალა და
მზე წაიღო
შეველად ვეძებე შენისთანა
არსად არ იყო .
უკვე სიკვდილმაც შემიყვარა ...
გესმის რა იყო? !
ბევრი ვეძებე შენისთანა ,
წლები გაფრინდა ...
გული ვერავინ შემიცვალა ,
მოდი თავიდან...

................................................

შენ მაშინ მოხვალ, მარტოობას როცა შეიგრძნობ.
ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ.
როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ,
მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად, დაიგვიანებ!
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს.
ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს.
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ.
იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა.
შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი.
გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ
წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ.
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები.
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ -
როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე!...
მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი.
ახლა რაღა დროს, უკაცრავად, მე შენ მიყვარ-დი!


.....................................................


ნუ გეგონება რომ ოდესმე დამავიწყდები,
ის არ იფიქრო თუ არ მოგწერ აღარ მჭირდები,
მე შენ არასდროს,არასდროს დამავიწყდები,
თუმცა კი ვიცი რომ ოდესმე სხვისი იქნები,
შენს თავს ვერავინ დამავიწყებს ამას გპირდები,
მე უშენობა გამაწამებს და გავგიჟდები,
მომენატრები და მალულად რომ ავტირდები,
ვიღაც შემამჩნევს, მკითხავს, ცრემლად რატომ იღვრები,
ცრემლებს მოვიწმენდ და ბავშვივით მე დავიბნევი,
ვერ უპასუხებ და შეშლილი შორს გავიქცევი.
და მე ამ გრძნობის ალბათ მონად გადავიქცევი...


..................................................

მჭირდები...
ვხვდები უშენოდ ვგიჟდები,
დროც გადის დაუნდობელი,
და მე ჭკუიდან ვიშლები.
მჭირდები...
ვხედავ გზას როგორ მიჰყვები,
და ამ უაზრო ფიქრებით,
შენს მოლოდინში ვიქნები.
მჭირდები...
მორჩა, მე აღარ ვიბნევი,
მაგრამ ეს ბნელი ქუჩები,
გაურკვეველი სიზმრები.
მჭირდები...
ხიდის კიდეზე ვირხევი,
მზის ჩამავალი სხივები,
უკიდეგანო ნისლები.
მჭირდები....

..............................................

როგორ არ ვახსენო მე ტაბიძის "მესაფლავე"
წავიკითხე და ცრემლები არვის დაენახა, ვმალე
ამიჩუყდა ეს პატარა ისეც სევდით სავსე გული
ოოოხ ! დავწყევლე ის დღე და ის გაზაფხული
შენ სამოთხის მკვიდრი უნდა ყოფილიყავ გალაკტიონ
მე დღესაც ვთხოვ, წმინდა ხატებს გაპატიონ, გაპატიონ

მე დავწყვლე ის სართული და ის ბოღმა სიყვარული
მაპატიე თუ ვერ იტევს ამდენ ტანჯვას ჩემი გული
მე პოეტობა ავირჩიე, მუზად გამიჩნდა შენი ზმანება
ლექსად დავწერე ჩემი ტკივილი, ფურცელს მივანდე მე აღსარება

გაზაფხული შემაძულე, მატყუარა მარტის გემო
სასიმღეროდ განწყობილი, არ მინდა რომ წავიმღერო
რისთვის დაუტოვე შენს წმინდა სახელს დიდი იარა
შენმა ლექსებმა აქამდიც ხომ მტკიცედ იარა
რისთვის დაღუპე შენში პოეზიის სხეულიც და სულიც
შენ ხომ ამით მოგვიკალი სევდით სავსე გული
შენმა ლექსებმა, არარაობად მაქცია პოეტო დიდო
ეს ლექსი არ დამეწერა, ვერ გავძლებდი, იქნებ მაპატიო?
ვითომ პოეტი, მინდა მერქვას მერწმუნეთ ხალხნო,
თუ ამის მიზეზი შენა ხარ გალაკტიონო!


...................................................................



აღარ მჭირდება არც ეს ფუნჯი,
არც ეს მოლბერტი,
ისე ძალიან შეგეჩვიე,_
უკვე მომბეზრდი,
აღარაფერი აღარ მტკივა,
აღარ მაშფოთებს,
ისე ძალიან შემიყვარდი
მინდა
დ ა გ შ ო რ დ ე!!!

მინდა დაგშორდე,
სანამ ღამე დღეს დაადნება,
სულ შენ გაჩუქებ ჩვენს ტკბილ წარსულს
არ მენანება...
სულ შენი იყოს,
სიზმრებშიაც რომ აღარ მდიო
და შენგან წასვლა,
შენგან წასვლა
რომ
მ ა პ ა ტ ი ო!
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1205 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სამშაბათი, 2024-10-08, 11:30 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024