♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 4 » ...........
9:37 AM
...........

განშორებამ სიყვარული მომიმატა,
ამ სიშორემ უფრო მეტი დარდი.
სიყვარულმა ცრემლებიც კი დამიმატა,
არ მითქვია თუ როგორ მიყვარდი.

განშორებამ ხასიათიც შემიცვალა,
ვიძირები სიყვარულის ზღვაში,
ნუთუ ასე სიშორით უნდა გვეწვალა?!
რომ გაგვეგო ერთმანეთის ფასი.

ეგ ცრემლები ახლა ჩემთვის ტკივილია,
მენატრები, შორით გეფერები,
არ მითქვია შენთვის ხშირად ეს სიტყვები:
მიყვარდი, მიყვარხარ, მეყვარები.

დასრულდება განშორების სინანული,
დაეშვება მზე უძირო ზღვაში,
დაგვილოცა ღმერთმა ჩვენი სიყვარული,
რადგან ვიცით სიყვარულის ფასი!

...................................................

დღეს მონატრება შემაწუხებს გათენებამდე,
ალბად ოცნებაც შემახსენებს თავს, დღეს დილამდე,
რა უსასრულოდ იღვრებიან თვალზე ცრემლები,
ტკივილს გაგიქრობ და სახეზე მოგეფერები.


ასე შორეულ, მიუწვდომელ ვარსკვლავს რად გავხარ,
შენს სილამაზეს, უსასრულო ზეცაში ვხატავ,
ვწერ სტრიქონებს და სტრიქონებშიც კი შენ მესახები
და სიტყვებიც კი იყინებიან, რომ გეფერები.

ლოდინით დაღლილს, ოცნებები შემომჩვევია,
იფერფლებიან და უშენოდ სადღაც ქრებიან,
გრძნობებს დაფარულს, გზას გავუხსნი ცივი ხელებით
და თბილ სხეულზე უსასრულოდ მოგეფერები..
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1131 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-10-09, 1:25 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024