♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 4 » ..........
4:16 PM
..........



უშნოდ ლამაზია ეს ქალი,ადამიანისფერ თვალებით....
სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი,სახე აქვს დაღლილი წვალებით....
მზეზე სახრჩობელა კიდია ,სხივებმა ატმები დახოცეს...
ეს ქალი სამყაროს კიდეა,ჰორიზონტზე რომ აკოცეს...
სული აქვს აპრილზე მუზადი ,მის მკერდზე სტრიქონი მეწერა..
ტანი აქვს თლილი და უზადო ,ლოგინზე დაღვრილი ფერწერად...
ოთახი საღამოს ემდურის,გაყინულ ცოლივით მთვარეა...
არ იყო ეს ქალი ერთგული და ახლა ვნებების ქარია...
სევდისგან ეცვლება ნაკვთები ამ ღმერთის საცოლე პითიას...
ვუყურებ და მიკვირს არ ვკვდები ეს ქალი ცოცხალი მითია..
იები ამ ქალის სულს ზრდიან ,მგონია ეს ქალი თამარს შობს...
ეპოქა ქალივით სუსტია და ქალის ნერვებზე თამაშობს...

.....................................................................

დედა_ ეს სიტყვა ყველაფერს ნიშნავს,
სიცოცხლეს ,სითბოს ,სიხარულს, მზესაც,
და მის საშველად ცეცხლზეც ,რომ დამწვან,
სიტყვას ხმამაღლა არ დავძრავ ერთსაც.
დედა _ეს არის ,ისეთი ძალა,
კაცმა ნათქვამი რომ დაგიმტკიცოს,
მას ყველაფერი დაეჯერება
მშობელი დედა რომ დაიფიცოს.
სანამ დედა მყავს არ დავბერდები"
ასე ამბობენ ,ასე მღერიან,
ადრე დაობლდე ,ან თუნდაც გვიან
დედას სიკვდილი არ უწერია .

.................................................




ხან პატარა ვარ ხანაც დიდი..
ვეძებ ცისარტყელას ფერებს..
ვიღებ პალიტრას და ვხატავ სამყაროს..
მიყვარს დედამიწა...
ყოველდღე ვიბადები ახლიდან ..
ხან ზამთარი ვარ ხანაც ზაფხული....
ხან გაზაფხული და შემოდგომა...
ხშირად ვსტუმრობ წარსულს....
მწამს და მჯერა მომავლის ..
ვცდილობ მზე არასოდეს ჩაქრეს ჩემში..
ნარინჯისფერი ვარ,ხან ალუბლისფერი
ნაცრისფერიც ვყოფილვარ..
ველი ატმისფერ დილას და მიყვარს..

.......................................................


შენზე ფიქრებში ატოტებს ქარი,
გულში სატანა გიმღერის ნოტებს.
ხანდახან ხოლმე მეც გამომივლის
ეს სიყვარული ასე რომ მომსდევს

სული მიჰყვება სამოთხის ლოთებს
საფლავის ქვასთან ხომ მოხვალ ხოლმე.
შენ მოხვალ შავში ჩაცმული კაბით,
ხალს გადაუსვამ საფლავის ლოდებს.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1097 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შაბათი, 2024-04-20, 12:59 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024