♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 4 » ........................
8:27 PM
........................


-ვინ ვარ?მე ვინ ვარ?
ერთი უბადრუკი ადამიანი ვარ.
-მე სად ვცხოვრობ?
ერთ ადგილას.ამ ადგილს ,,ბედის გამოცდა" ჰქვია.აქ ყველაფერი შავთეთრია.აქ ყველაფერ კარგს ცუდი მოსდევს ან ყველაფერ ცუდს კარგი.მაგრამ,თითქოს ჩემთვის მხოლოდ შავი ფერები და სიბნელეა
-მყავს თუ არა ვინმე?
კი! ჩემს გარშემო ბევრი სხეული დადის.მხოლოდ ხორცი,რომ შეხედავ ადამიანი გეგონება.მაგრამ,სული......................სული არ აქვთ და თუ აქვთ ისიც დაწყევლილი და ისეთი,რომელსაც სიტყვები ვერ გადმოსცემენ.დადიან აქეთ იქეთ,დაფუსფუსებენ,ირევიან როგორც ფუტკრები.ხანდახან მგონია,რომ ჩემს გვერდით არიან ადამიანები,ნამდვილი ადამიანები.მაგრამ,ეს ჩემი ამბიციაა.ეს ოცნებაა.ეს წარმოდგენაა,რომელიც მალევე მინასავით იმსხვრევა.აქ ყველა თავისთვის ცხოვრობს.ჩემთვის არავის სცალია.არა!ვცრუობ!დიახაც სცალიათ.ბოროტებისთვის სცალიათ.სიკეთისთვის დრო არ აქვთ,სადღაც ეჩქარებათ და აგვიანდებათ.მერე ზრდილობის გულისთვის ბოდიშსაც გიხდიან.აი,ბოროტებისთვის კი ყველას სცალია.საქმეს გადადებენ,შეხვედრაზე დაიგვიანებენ და ამ ,,საამაყო სიკეთეს" მაინც ჩაიდენენ.
-მიყვარს თუ არა ვინმე?
მე ყველა მიყვარს.თქვენ წარმოიდგინეთ და ყველა. ამ ყველასგან კი ყველაზე მეტად ისინი,ვისაც არ ვუყვარვარ.ახლა მე მაქვს ერთი კითხვა თქვენთან,ყველასთან და კიდევ ღმერთთან: რატომ არის ისე,რომ ყველაზე მეტად მე ვინც მიყვარს,მათ არ ვუყვარვარ?
-არ გაქვთ ხომ პასუხი?!ასეა,ასე!
მე ამაზე მთელი ცხოვრება ვფიქრობ და პასუხი ვერსად ვერ ვიპოვე.
-განაგრძეთ!
-ვარ თუ არა ბედნიერი?
ბედნიერებას მიზეზი და საფუძველი უნდა.ჩემს ბედნიერებას კი ამჟამად არანაირი მიზეზი არ აქვს ანუ ბედნიერების მიზეზი არ არსებობს და შესაბამისად არც ბედნიერება.სრული ბედნიერება აქ არ არსებობს.
-ცხოვრება კარგია თუ ცუდი?
ცხოვრება კამათელია.ხან მოგვაგებინებს და ხან წაგვაგებინებს.ასეა!ცხოვრება ხან აგატირებს და ხან გაგაცინებს.
-ჩემთვის როგორია ეს ცხოვრება?
წარმოიდგინეთ დიდი ქონების მფლობელი ხართ.გზას მიუყვებით და კაზინო შემოგხვდათ.მერე რაღაც გიბიძგებთ,იქ შეხვალთ და ყველაფერს ჩამოხვალთ რაც კი გაგაჩნიათ:თქვენი ძვირფასი მანქანა,სახლი და ა.შ.უცებ გაარკვევთ,რომ აღარაფერი გაგაჩნიათ.ახლა არარაობა ხართ,რადგან ყველაფერი დაკარგეთ და არაფერი აღარ გაგაჩნიათ.მარტო ხართ,რადგან ღარიბი აღარავის სჭირდებით.მერე თვითმკვლელობას გადასწყვეტთ,რადგან ამ თამაშს,რომელსაც სახელად ცხოვრება ჰქვია,აზრი აღარ აქვს.მაგრამ,გულში ერთი იმედი მაინც ცოცხლობს-მომავლის იმედი.აი,ასე ვარ დღეს.ცხოვრების თამაშში წავაგე და არაფერი აღარ გამაჩნია.მაგრამ,ერთი კი ვიცი აქ დიდ უბედურებას დიდი ბედნიერება მოსდევს.ამ იმედით ვცხოვრობ თუ ამას ცხოვრება ჰქვია?! არ მინდა დიდი და ბევრი არაფერი!მინდა ცოტა სიხარული და ცოტა სიყვარული.....................
მინდა სულ მცირე დოზით ბედნიერება,რომელიც თითქმის ყველას მიენიჭა,აი მე კი არა!
ნუთუ ასეთი ძნელია ბედნიერების მიპოვება?ნუთუ აღარასოდეს მოვიგებ ამ თამაშს? ძალზედ ბევრი კითხვა დამიგროვდა,მაგრამ პასუხები არსად ჩანან.
-ჩავაბარე თუ არა ბედის გამოცდა?
არ ვიცი,ჯერ მხოლოდ 15 ქულა დავაგროვე!
-რატომ 15?
15 წლის ვარ.............................




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1087 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-10-09, 1:44 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024